ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავზე ყოველდღე დადის

ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავზე ყოველდღე დადის

პატარა ძაღლმა, სახელად სისური პატრონი და მეგობარი დაკარგა. თურქეთის მკვიდრი, 79 წლის მეჰმეთ ილჰანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ერთგული ძაღლი კი პატრონის საფლავს ყოველდღე აკითხავს.

”მამაჩემი პარალიზებული იყო და ამის გამო განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ”, - ყვება მეჰმეთის შვილი.

ძაღლი სამგლოვიარო პროცესიას წინ მიუძღოდა. ამჟამად ის მეჰმეთის შვილ ალისთან ცხოვრობს და როდესაც ალი სამსახურში მიდის, ძაღლი სახლიდან იპარება და მეჰმეთის საფლავზე გადის. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება სისურის გლოვა და შეეგუება თუ არა დანაკარგს. ალი ამბობს, რომ ის ძაღლის კეთილდღეობაზე იზრუნებს.

მომზადებულია thedodo.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს