"მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმოძრავებს" - ასტოლოგის რეკომენდაციები

"მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმოძრავებს" - ასტოლოგის რეკომენდაციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს "ფეისბუქით" გვიზიარებს:

"ტრანზიტული მთვარე ქალწულში

მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ამ ნიშნისათვის დამახასიათებელი თვისებები მოიმატებს - ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება. თუმცა ამავდროულად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ზედმეტმა ჩაკირკიტებამ წვრილმანებისადმი, პრეტენზიულობამ, ეჭვიანობამ, თუ გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენამ, გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები. განსაკუთრებით ეს შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახელოსნოებში, კაფეებში, რესტორნებსა და მომსახურების სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში არსებულ ატმოსფეროს.

კარგი პერიოდია ინტელექტუალური შრომისთვის, სწავლისა და სწავლებითვის (მაგრამ არა გამოცდის ჩაბარებისთვის )კვალიფიკაციის ამაღლებისა და კონფერენციებისა ჩატარებისათვის, აგრეთვე მემკვიდრეობის გაფორმებისთვის. თუმცა უმჯობესი იქნება თუ ყოველივეს წინასწარ კარგად დაგეგმავთ და დეტალურად გათვლით.

ყურადღებით იყავით დოკუმენტაციასთან მუშაობისას. გამოიყენეთ ეს დრო მემკვიდრეობის ან სხვა ფინანსური დოკუმენტების გასაფორმებლად, ურთიერთთანამშრომლობასა და თანაავტორობაზე შეთანხმებების საწარმოებლად, აღმზრდელობითი საქმიანობისათვის, ჯანმრთელობასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად., დიეტის დასაწყებად.

კარგი იქნება ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება; პრაქტიკული ნივთებისა და პროდუქტების, ასევე აქსესუარების, წიგნების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

სამაგიეროდ არარეკომენდებულია ზედმეტი კრიტიკულობის გამოჩენა, მიწის ნაკვეთის და უძრავი ქონების შეძენა, ასევე მედიტირება ან ფსიქოთერაპიის კურსის დაწყება.

ამ დღეებში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულობით იქნება გამორჩეული, თუმცა კრიტიკულობაც არ დააკლდება. ნაკლებად ემოციური ურთიერთობის ფონზე მეტი ყურადღება მიექცევა ინტელექტს, ჰიგიენას, სხვადასხვა ტიპის სურნელებას.

ზოგადად კი ამ ორი დღის მანძილზე წარმატებული იქნება ყველა ის საქმე, რაც სიფაქიზეს, ორგანიზებულობას და ზუსტ გათვლას მოითხოვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს