შრიფტი
10:45 / 28-07-2017
"ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ” - ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ყოფილი სექსმონა
2014 წელს ”აისისის” მებრძოლები იეზიდებს დაესხნენ თავს, ეთნიკურ ქურთებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ. ტერორისტები კლავდნენ კაცებს და ატყვევებდნენ ქალებს, რომლებსაც სექს მონებად იყენებდნენ. ეხლასი, რომელიც დატყვევებისას 14 წლის იყო, ათასობით იეზიდ გოგონასთან ერთად გაიტაცეს და ექვსი თვის მანძილზე სექსმონად ყავდათ.

”ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ. თვითმკვლელობა ვცადე. ერთ-ერთმა მეთაურმა 150 გოგოში გამომარჩია. ძალიან მახინჯი იყო, ცხოველივით, გრძელი თმა ქონდა. საშინელი სუნი ასდიოდა. ისეთი შეშინებული ვიყავი, ვერც ვუყურებდი”, - იხსენებს გოგონა.

იხილეთ ინტერვიუს მცირე ფრაგმენტი ქართული
ტიტრებით


ექვსი თვის შემდეგ ეხლასმა გაქცევა მოახერხა. ის ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს. ”როგორ ვყვები ამას ცრემლების გარეშე? ალბათ, დამიმთავრდა ცრემლი”, - ამბობს ეხლასი. ამჟამად ის გერმანიაში გადის თერაპიას და სურს იურისტი გახდეს. 2014 წელს, როდესაც ”აისისმა” მთა სინჯარი დაიპყრო, 9 900-მდე იეზიდი მოკლა და დაატყვევა.

მომზადებულია muslimpress.com-ს მიხედვით.
14:52 / 18-08-2017
no name
0
სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ძალიან მდაბიო ერი ვართ. სამწუხაროა :(
საამაყო არაფერი არ გვაქვს
11:19 / 18-08-2017
mmm
0
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს, რა ცხოვრება გვაქვს ისეთი, რომ მოსიარულე ეშმაკებად ვიქეცით? საიდან დაგროვდა ამდენი ბოღმა, ან საერთოდ როგორ იტევს ადამიანის გული ასეთ სიძულვილს? 14 წლის გოგოს ახლობლები დაუხოცეს, მონად წაიყვანეს და 180 დღე აუპატიურებდნენ. ვკითხულობთ ამ ამბავს და უკბილო ხუმრობებით ვცდილობთ დატანჯული ადამიანის კრიტიკას. მერე დავდგებით და წუწუნს დავიწყებთ, რატომ ვართ ასეთ გაჭირვებაში, ღმერთი რატომ არ გვეხმარებაო. ჩვენისთანა უღირსებს საერთოდ სუნთქვის საშუალებას რომ აძლევს და სოდომ-გომორივით მიწასთან არ გვასწორებს, მაგაზეც მადლობას უნდა ვამბობდეთ. ფუი რაა, ყველაფრის ღირსები ვართ
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49