"ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ” - ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ყოფილი სექსმონა

"ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ” - ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ყოფილი სექსმონა

2014 წელს ”აისისის” მებრძოლები იეზიდებს დაესხნენ თავს, ეთნიკურ ქურთებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ. ტერორისტები კლავდნენ კაცებს და ატყვევებდნენ ქალებს, რომლებსაც სექს მონებად იყენებდნენ. ეხლასი, რომელიც დატყვევებისას 14 წლის იყო, ათასობით იეზიდ გოგონასთან ერთად გაიტაცეს და ექვსი თვის მანძილზე სექსმონად ყავდათ.

”ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ. თვითმკვლელობა ვცადე. ერთ-ერთმა მეთაურმა 150 გოგოში გამომარჩია. ძალიან მახინჯი იყო, ცხოველივით, გრძელი თმა ქონდა. საშინელი სუნი ასდიოდა. ისეთი შეშინებული ვიყავი, ვერც ვუყურებდი”, - იხსენებს გოგონა.

იხილეთ ინტერვიუს მცირე ფრაგმენტი ქართული ტიტრებით

ექვსი თვის შემდეგ ეხლასმა გაქცევა მოახერხა. ის ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს. ”როგორ ვყვები ამას ცრემლების გარეშე? ალბათ, დამიმთავრდა ცრემლი”, - ამბობს ეხლასი. ამჟამად ის გერმანიაში გადის თერაპიას და სურს იურისტი გახდეს. 2014 წელს, როდესაც ”აისისმა” მთა სინჯარი დაიპყრო, 9 900-მდე იეზიდი მოკლა და დაატყვევა.

მომზადებულია muslimpress.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს