3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ

3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ

მეცნიერები კამათობენ იმის თაობაზე, თუ რა გავლენა აქვს გენმოდიფიცირებულ საკვებს ჯანმრთელობაზე. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყანის კანონმდებლობა ითხოვს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე წარწერის "გმო" ან "გმ" მითითებას.

ამერიკაში, ჩინეთში და კანადაში აწარმოებენ სახეცვლილ სიმინდს, სოიოს და კარტოფილს, ავსტრიაში, საბერძნეთსა და უნგრეთში კი გენმოდიფიცირებულ პროდუქტს არ ყიდიან. გმო-ს მავნებლობა არაა დამტკიცებული, მაგრამ თუ გსურთ, რომ მხოლოდ ნატურალური საკვები მიიღოთ, წარმოგიდგენთ მაგალითებს, რომლითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი.

1. დააკვირდით ეტიკეტს

თუ ხედავთ წარწერას "100% ორგანული" ან "ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული" (ინგლისურად: Organic ან Made with organic ingredients), მაშინ პროდუქტში არაა გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტი. თუ აქვს წარწერა "გმო-ს გარეშე" (Non-GMO), ასეთ პროდუქციაში გენმოდიფიცირებული კომპონენტი არ აჭარბებს 0,9%-ს.

2. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ვიზუალურ მხარეს

გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იდეალური ფორმა აქვს, ახლის შეხედულებას დიდი ხანი ინარჩუნებს და მათზე მწერები არ სხდებიან. თუ ხედავთ დიდ, მრგვალ, ლამაზ პომიდორს, გვერდი უნდა აუაროთ. საუკეთესო ნიშანი, რომ პროდუქტი ნატურალურია, მისი ნაკლი გახლავთ. გაჭრისას გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ იცვლიან ფორმას და არ გამოყოფენ წვენს. თუ ხილზე ან ბოსტნეულზე მწერების შეხების კვალს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს წინაშე ნატურალური პროდუქტია.

3. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ იღებდეთ გმო-ს, დაიმახსოვრეთ ეს სია:

სოიოს 78%, სიმინდის 64%, რაფსის 24% (ზეთოვანი კულტურა) ტრანსგენურია. მათ კი ისეთ პროდუქტებში ამატებენ როგორიცაა: ძეხვი და სოსისი, რძის და ზღვის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, მშრალი საკვები, პური, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები, არაქისის კარაქი, მაიონეზი და შოკოლადის სიროფი.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს