საკვები, რომლის მიღებაც სიკვდილს იწვევს

საკვები, რომლის მიღებაც სიკვდილს იწვევს

გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე საშიშ საკვებ პროდუქტებს, თუმცა მათი სწორად მომზადების შემთხვევაში, შესაძლებელია ტრაგედიის თავიდან არიდება:

1. თევზი ფუგუ (იაპონია)

ფოგუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დელიკატესია. არავინ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას, რომ მისი გასინჯვის შემდეგ გადარჩებით. აუცილებელია მზარეული პროფესიონალი იყოს თევზის მომზადებაში. აკრძალულია საკვებად ფუგუს ღვიძლის და სხვა ორგანოების გამოყენება, რადგან ისინი სასიკვდილო დოზით შეიცავენ ტეტროდოტოქსინს, შხამს, რომელიც სუნთქვის პარალიზებას იწვევს.

2. აფრიკული ბაყაყი-ხარი (ნამიბია)

ნამიბიაში ბაყაყის ამ სახეობას მთლიანად იყენებენ საკვებში. ბაყაყი შეიცავს მრავალ სახიფათო ტოქსინს, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. განსაკუთრებით სახიფათოა ახალდაბადებული ბაყაყები.

3. აკი (იამაიკა)

აკი ანუ ბლიგია, გემრიელი ხეა, რომელიც კარიბის აუზში ფართოდაა გავრცელებული, კერძოდ კი იამაიკაში. აკის დაუმწიფებელი ნაყოფი ძალიან სახიფათოა და აგრეთვე შავი თესლი, რომელიც მის შიგნითაა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის სასიკვდილოდ სახიფათო საწამლავად გარდაიქმნება.

4. სანაკჩი (კორეა)

სანაკჩი ტრადიციული კორეული საკვებია. ცოცხალ რვაფეხას ზეთში წვავენ და შემდეგ სეზამის მარცვლებს აყრიან. რადგან რვაფეხა სუფრაზე ცოცხალი მიაქვთ, ის ჯერ კიდევ მოძრაობს. პირის ღრუში მოხვედრისას მისი საცეცები ცდილობს ჩაებღაუჭოს ყველაფერს. ამიტომ შესაძლოა გაგუდოს ადამიანი. ამ კერძის ჭამის მთავარი წესი მისი საგულდაგულოდ დაღეჭვაა.

5. კასუ მარცუ (იტალია)

კასუ მარცუ ყველის სახეობაა. ცნობილია იმით, რომ მასში ყველის მატლები ბინადრობენ, რომლებიც მის ლპობას იწვევენ. ეს დამპალი ყველი ყველაზე საშიში ყველია მსოფლიოში. მატლმა შეიძლება კუჭ-ნაჭლავის კედელი გაარღვიოს, რაც რიგ სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს