ვინ იყო ივანე მუხრანბატონი და როგორ გაუთქვა მან სახელი ქართლის ღვინოს

ვინ იყო ივანე მუხრანბატონი და როგორ გაუთქვა მან სახელი ქართლის ღვინოს

ქართლურ, მუხრანულ ღვინოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სახელი ივანე მუხრანბატონმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაუთქვა. როგორც ცნობილია, ივანე მუხრანბატონი 25 ათას დესეტინა მიწას ფლობდა. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის და მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში დიდ წარმატებას მიაღწია. სოფლის მეურნეობით იგი განსაკუთრებით 1875 წელს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა. აქ მან მოიარა ბორდოსა და შამპანის რეგიონები, სადაც ღვინის წარმოება ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში საუკეთესო ქართული ღვინო დაეყენებინა.

1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მეღვინეობის სპეციალისტები მოიწვია. მან შესანიშნავი ვენახები გააშენა, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზაქარია ჯორჯაძე და მუხრანში ააგო

დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა.

განგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს