შრიფტი
12:11 / 30-07-2017
ეს უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენს მობილურზე საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარი შემოვიდა...
ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი დილიდან აქტიურად განიხილავს უცნაურ ზარს, რომელიც მათ ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა.

ზარი განხორციელდა შემდეგი ნომრებიდან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. საქართველოს მოქალაქეებს ამ ნომრებიდან ზარი მობილურ ტელეფონზე ბოლო ორი დღეა შესდით. როგორც ირკვევა, აღნიშნული კოდი და ნომერი პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში.

"კვირა დილას, რომ პაპუა ახალი გვინეადან დაგირეკავენ, რა უნდა იფიქრო?"; "რაღაც მაიმუნობაა, გუშინ საღამოს ჩემთანაც შემოვიდა მაგ ნომრიდან ზარი"; "დღეს მეც მომიკითხეს, დილიდან შეტევაზე არიან
როგორც ჩანს" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.



აღსანიშნავია, რომ ამ ნომრებიდან უცხოეთის მოქალაქეებსაც ურეკავენ, რადგან მსგავსი პოსტები და ტელეფონის "სქრინები" ფეისბუქზე ძალიან ხშირია. ზარებს ძირითადად აზიის და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად საქართველოც გახდა სატელეფონო თაღლითობის სამიზნე.

Google-ში აღნიშნული ნომრის მითითებისას პირველივე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ტელეფონის ნომრიდან სავარაუდოდ თაღლითური სქემით ხორციელდება ზარი.

"მათთვის ვინც არ იცის, როგორ მუშაობს მსგავსი თაღლითური სქემები, გეტყვით რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატელეფონო ოპერატორი იყენებს უფასო ხაზს, რომელიც თანხას აჭრის ზარის ადრესატს. თუ ნომერზე უკან გადარეკავთ, საკმაო თანხას ჩამოგაჭრიან ანგარიშიდან და მის გასაჩივრებას ვერ შეძლებთ" - ვკითხულობთ reddit.com-ზე.

კიდევ ერთ ინფორმაციაში საიტიდან shouldianswer.net წერია, რომ ზარის განმახორციელებელი ამით, შესაძლოა იღებდეს წვდომას თქვენი ტელეფონის ანგარიშზე და თანხა ჩამოგაჭრან აღნიშნული ზარისთვის.

შესაბამისად, თუ მსგავსი ნომრებიდან თქვენს მობილურზე ზარი დაფიქსირდა, არც უპასუხოთ და არც გადარეკოთ.
23:54 / 04-08-2017
??
1
და საიდან იციან ნომრები?
23:54 / 04-08-2017
??
0
და საიდან იციან ნომრები?
მსგავსი სიახლეები
სმარტფონი ძვირფასი მეტალების ჯიბის საცავია
+VIDEO| პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
"მესამე­ მევახშემ ჩემი ბინა სულ რაღაც 2.800 ლარად შეიძინა"
გაუხმაურებელი საქმე| AMBEBI.GE-ს წყარომ თაღლითური სქემის შესახებ აცნობა
ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს
სიახლე "ანდროიდის" მომხმარებლებისთვის
+VIDEO საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49