რა ემართება თქვენს ორგანიზმს საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ

რა ემართება თქვენს ორგანიზმს საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ

დაშორება ყველა ადამიანის ცხოვრებაში რთული პერიოდია. ჩვენ ვღელავთ, სტრესი კი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. გაიგეთ თუ რა მოსდის სხეულს, როდესაც საყვარელ ადამიანს შორდებით:

  • ძილის პრობლემები
ადამიანებისთვის აუცილებელია კონტაქტი, ამიტომ როდესაც მას კარგავ, ტკივილს განიცდი. მიჯაჭვულობა ძლიერდება. სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტკივილს დაშორების შემდეგ ტვინის ის ნაწილი წარმოქმნის, რომელიც კოკაინზე დამოკიდებულებისას აქტიურდება.

  • ტკივილი მკერდის არეში
ადამიანები, ვისაც დაშორდნენ, იმ ნერვული სიგნალების სტიმულაციას განიცდიან, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც ცხელ სასმელს გადაისხამს ან დამწვრობას მიიღებს. დაშორების შემდეგ გულის მუშაობა უარესდება. ადამიანი, ვისაც გულის დაავადება აქვს, შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს სტრესს. გულზე ადრენალინის მოქმედების გამო შეიძლება გაჩნდეს არითმია და დიდია გულის შეტევის შანსი.

  • პრობლემური კანი
იმას გარდა, რომ სტრესის დროს ადამიანი ნაკლებად ზრუნავს საკუთარ თავზე, დაშორების შემდეგ სტრესის ჰორმონი კანის მდგომარეობას აუარესებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მუწუკების, ნაწიბურების გაჩენა და თმის ცვენაც კი.

  • კუნთების ტკივილი
სტრესის დროს ადამიანები უფრო მარტივად იღებენ ტრამებს. სტრესმა შეიძლება გამოიწიოს კუნთების სპაზმი, რაც სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ტკივილს აჩენს.

  • მადის კარგვა ან წონაში მატება
დაშორების შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის მადას. თუმცა დაშორება წონაში მატების მიზეზიც ხდება. სტრესის გამო უჯრედები ინსულინის მიმართ ნაკლებ მგრძნობიარენი ხდებიან, რაც ცხიმის ჩალაგების პროცესს აჩქარებს.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ