ორაგულის ეს ორი ნაჭერი ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან - თქვენ რომელს აირჩევდით?

ორაგულის ეს ორი ნაჭერი ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან - თქვენ რომელს აირჩევდით?

ორაგულის ფერით ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია ამ პროდუქტის შესახებ. ორაგულის სარგებლობისა და გემოს შესახებ მთელი საუკუნე შეგვიძლია ვისაუბროთ. ორაგული ორაგულიაო - იტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, სად ბინადრობდა თევზი, სანამ ანკესზე წამოეგებოდა...

როგორ ავარჩიოთ სწორად ორაგულის ხორცი?

ხარისხიანი და ჯანმრთელი ორაგულის ხორცი მკვეთრად წითელია. თევზს, რომელიც ადამიანმა მოაშენა, ხშირად ფერმკრთალი შეფერილობა აქვს. ძალიან ბაცი ფერი იმაზეც მიუთითებს, რომ თევზი ხშირად გაიყინა და გალღვა.

თევზის მკვეთრ შეფერილობას მის მიერ მიღებული ასტაქსანტინი - კაროტინოიდიც განსაზღვრავს, რომელსაც წყალმცენარეები და პლანქტონი შეიცავს. ველური ორაგული საკმაო რაოდენობით იღებს ამ ნივთიერბას. ხოლო ფერმაში გაზრდილი თევზი ძირითადად სინთეთიკურ ასტაქსანტინს იღებს, რომელიც ქიმიურად ნატურალურის იდენტური არ არის და შესაბამისად თევზს მკვეთრ შეფერილობასაც უკარგავს.

ყურადღება მიაქციეთ ფილეს ჩანაჭრელს. თუკი მასზე კარგად შესამჩნევი თეთრი ზოლებია, ის, სავარაუდოდ ფერმაში მოშენებულია.

ველური ორაგული გაყიდვაში თებერვლიდან აგვისტოს პერიოდში გადის. ხოლო ფერმაში მოშენებული თევზი მთელი წელი ხელიმისაწვდომია.

და რა თქმა უნდა, ფასი. ველური ორაგული ბევრად ძვირია.

როგორ მოვამზადოთ სწორად ორაგული განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს