"7 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა" - დეტალური რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს ასტროლოგისგან

"7 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა" - დეტალური რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს ასტროლოგისგან

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 7 აგვისტოს მთვარის დაბნელებათან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"7 აგვისტოს (გრინვიჩის დროით 17:22 UTC) მერწყულის ზოდიაქოს მე-15 გრადუსზე მთვარის დაბნელებაა. დაბნელების პიკი გრინვიჩის დროით 18:20 UTC წუთზე ხდება. დაბნელება სრულდება 19:18 UTC - ზე.

ამ მოვლენის დანახვა საქართველოშიც შესაძლებელია.

აგვისტოს მთვარის დაბნელება იწყებს ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 21 აგვისტოს მზის ტოტალური დაბნელებით დასრულდება.

დაბნელებას განსაკუთრებული გავლენა ექნება აგვისტოს თვეზე და ასევე, შემდგომ 6-8 თვეზე.

დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.

ვინაიდან დაბნელება ხდება ფიქსირებულ ნიშნებში (ლომი - მერწყული), ის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ყველა ფიქსირებულ ნიშანზე: კუროზე, ლომზე, მორიელსა და მერწყულზე, ან ვისაც მზე, ასცედენტი, ზენიტი (MC), მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი ჰყავს ამ ნიშნებში 10 დან 22 გრადუსის ჩათვლით.

რადგან მთვარე მერწყულში იმყოფება, ეს დაბნელება მიგვანიშნებს აუცილებელ ცვლილებებზე და სიახლეებზე იმ სახლის სფეროში, სადაც გყავთ მერწყულის ნიშანი.

ზოგადად ფიქსირებულ ნიშნებს ძალიან უჭირთ სიახლეების მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი შეხედულებების და მსოფმხედველობის შეცვლა. ახლა კი სწორედ ამის დროა და სამყარო გიბიძგებთ კუროებს, ლომებს, მორიელებს (განსაკუთრებით ამ სამ ნიშანს), შეცვალოთ დამოკიდებულებები, შეხედულებები, ცხოვრების ნირიც კი საკუთარი თავის განვითარებისა და სრულყოფისთვის.

იყავით გახსნილი და ღია ცვლილებების მიმართ. არ თქვათ უარი ახალ ცოდნაზე, ახალი სფეროს ათვისებაზე, ახალ აღმოჩენებზე, კვლევებზე, ცვლილებები კი პირველ რიგში საკუთარი თავიდან იწყება. ძველი აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, ის, ვინც იწყებს ცვლილებეს გარედან მიზანს ვერ აღწევს. ამიტომ, ნუ ეცდებით გარემოს შეცვლას. შეცვალეთ საკუთარი თავი და გარემოც შესაბამისად შეიცვლება.

ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მთვარის დაბნელება მიზეზ-შედეგორბივ კავშირებს აჩვენებს. სამყარო გეხმარებათ ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და აგრეთვე, დაუსრულებელი საქმეების დასრულებაში.

მზე მთვარის ოპოზიცია ლომსა და მერწყულში გვიჩვენებს პერსონალურ და კოლექტიურ ეგოს შორის კონფლიქტს. შესაძლოა საკუთარი გზით სიარული მოინდომოთ და უარი თქვათ კოლექტიურ საქმიანობაზე ან პირიქით, ჩაერთოთ კოლექტიურ საქმიანობაში და ამ კუთხით საერთოდ ახალი საქმე წამოიწყოთ.

მერწყულის ენერგია დაკავშირებულია კოლექტივთან, მეგობრებთან, ახალ ცოდნასთან, ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან, ლომის ენერგია დაკავშირებულია შემოქმედებასთან, თვითგამოხატვასთან, სიყვარულთან, პერსონალურ ეგოსთან.

ამიტომ საჭიროა ამ ორი ენერგიის დაბალანსება და სიკეთისთვის, განვითარებისთვის გამოყენება.

მთვარის ენერგიები დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, რისთვისაც მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

მზისა და მთვარის დადებითი ასპექტები სასწორში ტრანზიტულ იუპიტერთან და მშვილდოსანში ტრანზიტულ სატურნთან მეტწილად პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს პერსონალურ დონეზე, თუმცა გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ფინანსური ოპერაციების თვალსაზრისით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს და რაციონალურად ხარჯეთ. ყურადღება მართებთ ასევე ადამიანებს, რომლებსაც საფონდო ბირჟებთან, ფასიან ქაღალდებთან აქვთ საქმე

ამ დაბნელების ენერგია გვაიძულებს საკუთარ თავს გვერდიდან შევხედოთ და გავითვალისწინოთ ახლობელი ადამიანების აზრი და რჩევები.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ეს ის დროა, როცა უარი უნდა თქვათ იმ ჩვევებზე, რომლებიც ხელს გვიშლიან განვითარებაში, შესაფერისი დროა რათა დაემშვიდობოთ ურთიერთობებს, რომელიც გამუხრუჭებთ, ხელს გიშლით ბედნიერებასა და მიზნების მიღწევაში.

მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, მეგობრობა, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ფიქსირებულ ნიშნებს, მეტწილად მორიელს და კუროს, - არ აყვეთ ემოციებს და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, ლომებს და მერწყულებს კი მოუწევთ ეგოცენტრული ამბიციების დათმობა და ექსცენტრული გამოსვლებისგან, ყურადღების ცენრში ზედმეტად მოხვედრისა და განდიდების მანიისგან თავშეკავება.

დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, ამბიციურობა, ამპარტავნება, ანარქიულობა, ქაოსურობა.

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი, - დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით - დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში - დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა, დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მთვარის დაბნელების დროს ბევრი ადამიანია გაღიზიანებული, ვერ აკონტროლებს ემოციებს, ამიტომ მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს!

მერწყული განაგებს წვივებს, სისხლძარღვებს, სისხლს, ამიტომ ამ ზონებთან დაკავშირებული ყველა დაავადება აქტუალური იქნება მთვარის მომავალ დაბნელებამდე. ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ზოგადად…დაბნელებების დერეფანში - 5-24 აგვისტოს პერიოდში მეტი ყურადღება და წინდახედულობის გამოჩენაა აუცილებელი თითოეული ნიშნისთვის!

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

ბევრისთვის პირიქით... დაბნელების პერიოდმა შესაძლოა საგრძნობი სასიკეთო ცვლილებებიც კი მოიტანოს! (მით უფრო მათთან, ვისთანაც ეს დაბნელება აისახება რუქაში)

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს