როგორ უნდა განასხვავოთ სახლის პირობებში ხარისხიანია თუ არა ნაყინი

როგორ უნდა განასხვავოთ სახლის პირობებში ხარისხიანია თუ არა ნაყინი

ზაფხულის მოსვლა განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, რადგან წლის ამ სეზონზეა მათთვის ნებადართული ყველაზე გემრიელი დესერტის, ნაყინის მირთმევა. არის თუ არა პირდაპირ კავშირში ნაყინის მირთმევა ანგინასთან და ზოგადად რა რაოდენობითაა ამ უგემრიელესი პროდუქტის ჭამა დასაშვები? რა შემთხვევაშია ნაყინი სასარგებლო და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის მავნებელი?

გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გასწავლით, როგორ მიხვდეთ, ხარისხიანია თუ არა ნაყინი, რომელსაც ყიდულობთ.

რა შეიძლება შედიოდეს უხარისხო ნაყინის შემადგენლობაში?!

დაბალი ხარისხის ნაყინი ძირითადად მცენარეული ცხიმებისგან მზადდება, ცხოველური რძის მაგივრად მასში პალმისა და ქოქოსის რძეა, რომელიც ერთი შეხედვით საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმისთვის, რომ მცენარეული, თხევადი ცხიმები გამყარდეს, სპეციალურ პროცესს გადის, რომლის შდეგადაც ტრანსცხიმები წარმოიქმნება.

დააკვირდით ეტიკეტს და წაიკითხეთ, თუ ნაყინის შემადგენლობაში მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ცხიმებია, მასში ვერ იქნება ტრანსცხიმები, ანუ ასეთი პროდუქტი ხარისხიანია.

ქართული კანონმდებლობა მწარმოებელს არ ავალდებულებს პროდუქტში მიუთითოს ტრანსცხიმების შემცველობა, თუმცა ცხოველური ცხიმებისგანაა დამზადებული პროდუქტი, თუ მცენარეულისგან, ამის ვალდებულება მწარმოებელს აქვს. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა შესაძლებელია მოიტყუონ და მცენარეული ნაყინი, რძისგან დამზადებულ პროდუქტად გაასაღონ.

  • ფალსიფიკაციის გამოსავლენად შეიძინეთ ნაყინი და დადეთ ის ოთახის ტემპერატურაზე. კარგი ნაყინი არ გალღვება მალე, ის ლღვობას 10 წუთის შემდეგ დაიწყებს.
  • დააკვირდით დნობის პროცესსაც: თუ ნაყინი გადნობის შემდეგ არაერთგვაროვანი გახდა და წყალი ცალკე გამოიყო, დიდი ალბათობით ის მცენარეული ცხიმებისგანაა დამზადებული.
  • შოკოლადის გარსიანი ნაყინი განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, ასეთი ნაყინის ყიდვისას მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ შიგთავსის ხარისხი, არამედ გარსისაც. ადვილი დასადგენია, იმის გამოვლენა, არის თუ არა შოკოლადის გარსიც დამზადებული პალმის ცხიმისგან, რადგან პალმის და ქოქოსის ცხიმები 40 გრადუს ტემპერატურაზე იწყებს დნობას, ნატურალური კაკაოს ცხიმი კი 36 გრადუსზე.
ნახეთ ვიდეო: როგორ გავარჩიოთ კარგი ნაყინი უხარისხოსგან - ექსპერიმენტი და რჩევები

სასარგებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნაყინის ფერის გათვალისწინებაც. თუ თქვენ ვანილის ნაყინი გიყვართ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ქათქათა თეთრი ფერის, რადგან ნატურალური ნაყინი, რძისფერი უნდა იყოს. ასევე ყურადღება მიაქციეთ ხილისგან დამზადებულ ნაყინს, არავითარ შემთხვევაში ხილის ნაყინი არ უნდა იყოს მკვეთრი ფერი, არჩევანი ღია, ბაცი ფერის ნაყინებზე შეაჩერეთ, რადგან სიმკვეთრე, პროდუქტში საღებავის არსებობაზე მეტყველებს.

მნიშვნელოვანია ნაყინის შენახვის პირობებიც, მაღაზიაში ის უნდა ინახებოდეს -18 გრადუს ტემპერატურაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაფუჭდეს. ამიტომ კარგად დააკვირდით ნაყინს, მას არ უნდა ქონდეს ფორმა დაკარგული, რადგან ფორმა დაკარგული ნაყინი, მის არასწორად შენახვის პირობებზე მეტყველებს.

იხილეთ ვრცლად: "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი ნაყინის შესახებ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს