გოლფში რუსეთის ჩემპიონმა საკუთარ დედას თავი მოკვეთა

გოლფში რუსეთის ჩემპიონმა საკუთარ დედას თავი მოკვეთა

არტიომ ნესტეროვმა, რომელიც რუსეთის ჩემპიონია გოლფში, საკუთარ დედას თავი მოკვეთა. რუსმა სამართალდამცავებმა სპორტსმენი მშობელი დედის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.

2017 წლის 11 აგვისტოს მოსკოვში მდებარე კერძო სახლში პოლიციამ აღმოაჩინა 1951 წელს დაბადებული ქალის გვამი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი. ექსპერტებმა გარდაცვლილის მუცელზე დამატებითი ჭრილობები შენიშნეს. ნესტეროვი დანაშაულის დღეს გაქრა და ცოლს დაურეკა, რომელსაც ჩადენილ დანაშაულში გამოუტყდა. დამნაშავე 12 აგვისტოს დააკავეს. მან დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს