ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა

ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა

რენტგენის სხივები, პენიცილინი, პოლიომელიტის ვაქცინა - როგორი იქნებოდა თანამედროვე მედიცინა, მეცნიერებს საკუთარი გამოგინებების ხარჯზე ფულის შოვნა რომ განეზრახათ.

პატენტი ერთგვარი დამცავი დოკუმენტია, რომელიც კონკრეტული გამოგონების ავტორის უფლებებს იცავს და შესაბამის ინოვაციაზე მის ინტელექტუალურ საკუთრებას და ავტორობას ამტკიცებს. იურიდული კუთხით, პატენტის როგორც დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა მნიშნელოვანია. თუმცა მეცნიერების შემთხვევაში ასეთი ქაღალდი პროგრესის ტემპს ანელებს.

კაცობრიობის უახლეს ისტორიაში არაერთი მაგალითის მოძიება შეიძლება, როდესაც საკუთარი გამოგონებების დაპატენტებაზე და, შესაბამისად, საკმაოდ სოლიდური თანხების შოვნაზე მეცნიერებმა შეგნებულად კატეგორიული უარი თქვეს.

1895 წელს ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილჰლმ კონრად რენტგენი საკუთარ ლაბორატორიაში უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. ელექტრული მუხტების გამოყენებით მეცნიერი ინერტულ აირებზე ცდებს ატარედა. ექსპეტიმენტის სიზუსტისთვის, შავ გაუმჭრვალე ქაღალდში გახვეული მინის მილიდან გამოსულმა გაურკვეველი წარმოშობის გამოსხივებამ იქვე, მაგიდაზე არსებული ბარიუმის კრისტალების ნათება გამოიწვია. შუშის მილზე ელექტრული ზემოქმედების შესწყვეტისთანავე ნათება ქრებოდა.

აღმოჩენილი ახალი ფიზიკური მოვლენის დეტალური ახსნა რენტგენმა მოგვიანებით შეძლო. აღმოჩენილ სხივებს, რომლებიც ადამიანის სხეულს "გამჭრვალეს" ხდიდა და ძვლების დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა - X-სხივები ეწოდა. დღეს ისინი რენტგენის სახელით არის ცნობილი. ამ აღმოჩენაზეა დაფუძნებული რენტგენოგრაფია და თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფია.

ვილგელმ რენტგენი ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი ფიზიკოსი გახდა. მიღებული ფულადი ჯილდო მან უკლებლივ საკუთარ უნივერსიტეტს გადასცა და გამოგონების დაპატენტებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

გასული საუკუნის დასაწყისში პოლიომელიტი უკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა. მწვავე ვირუსული დაავდებისგან, რომელიც ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას აზიანებს, ყველაზე ხშირად ბავშვები იტანჯებიან. უმეტეს შემთხვევაში პოლიომელიტით დაავადებული ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ხეიბარი რჩება.

1948 წელს საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მეცნიერების გუნდმა ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა. ჯგუფს, რომელშიც საბჭოთა მეცნიერებიც (მიხეილ ჩუმაოვი და ანატოლი სმოროდინცევი) შედიოდნენ, ამერიკელი ჯონას სოლკი ხელმძღვანელობდა.

ვაქცინის შექმნას 7-წლიანი მუშაობა დასჭირდა. მიზეზთა გამო, პოლიომელიტის დამარცხებისთვის გუნდი ნობელის პრემიის გარეშე დარჩა. თუმცა ჯილდოს სახით ამ მეცნიერებმა ათასობით და ათიათასობით გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლე მიიღეს. მხოლოდ სსრკ-ში ოფიციალური მონაცემებით ვაქცინის გამოყენების შედეგად, 1961 წელს პოლიომელიტით დაავადების რიცხვი 22 000-დან 4 000-მდე შემცირდა. მომდევნო წელს ინფიცირების რიცხვი 100-150-მდე დაეცა.

არაერთი სარფიანი შემოთავაზების მიუხედავად, სოლკმა ვაქცინის დაპატენტებაზე უარი განაცხადა. მისი აზრით, გამოგონება მთელი მსოფლიოს საკუთრება იყო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე ვაქცინის დაპატენტების შესახებ, ჯონას სოლკმა ხუმრობით უპასუხა - "თქვენ დააპატენტებდით მზეს?".

1928 წლისთვის ალექსანდრე ფლემინგი ბრიტანეთის სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უფროსი საზოგადოება ახალგაზრდა სპეციალისტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

ცნობადობის მიუხედავად, ფლემინგის ლაბორატორიაში მუდამ ქაოსი და უწესრიგობა სუფევდა. ფლემინგის ცხოვრებში გაკეთებული ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ ამ გარემოებამ განაპირობდა. შვებულებიდან 1 თვის შემდეგ, ლაბორატორიაში დაბრუნებულმა ერთ-ერთ ჭურჭელში დატოვებული სტაფილოკოკის კულტურის ნაცვლად უცნაური ობი აღმოაჩინა. დეტალური დაკვირვებისას ფლემინგმა აღმოაჩნია, რომ უცნაურ ობს და მის მიერ გაჩენილ სოკოს სტაფილოკოკის ბაქტერიები დაეხოცა.

ანტიბაქტერიულ ნივთიერებას ფლემინგმა პენიცილინი დაარქვა. თავდაპირველად მეცნიერი მას მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების საშუალებად განიხილავდა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დიდი დოზით ორგანიზმში შეყვანის შემთხვევაში, პენიცილინი ვირუსულ დაავადებებს და ბაქტერიებს დაამარცხებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს პენიცილინის გამოყენებით შექმნილმა ანტიბიოტიკებმა უამრავი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. 1945 წელს ფლემინგს ნობელის პრემია მიანიჭეს. მეცნიერი, რომელმაც მედიცინაში გადატრიალება მოახდინა, მიიჩნევდა, რომ მისი გამოგონება პლანეტის ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი