როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა

როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა

ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება არც ისე ცუდია იმ შემთხვევაში, თუ იქაური ელიტის წარმომადგენელი ხარ. მაშინაც კი, როდესაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დაძაბულია და მუდმივად მუქარის განცხადებები ისმის, ჩრდილოეთ კორეის ელიტა სარეკრეაციო პარკებსა და რესტორნებში მშვიდად ერთობა და სპორტული აქტივობებით და სხვა სახის გართობით არის დაკავებული.

იხილეთ გალერეა

"ფხენიანი საკმაოდ ვითარდება. იგი ადრე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შავი ლაქა იყო, ახლა კი აქ გართობა, რესტორნები, მობილური ტელეფონი, ავტომობილები გასაკვირი არ არის. ეს ქალაქი საკმაოდ სწრაფად იზრდება. განათლების სისტემა სტალინისტური საბჭოთა კავშირის მსგავსია, რომელიც კომუნიზმის იდეალისტურ აღქმაზეა დაფუძნებული. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ვითარდება. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის კი ფული, გაჯეტები, სმარტ მოწყობილობები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები უცხო აღარ არის" , - ამბობს ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი ლეონიდ პეტროვი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს