"თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს" - რას ადღეგრძელებდნენ უძველესი ქართველები

"თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს" - რას ადღეგრძელებდნენ უძველესი ქართველები

პირველი ქართული სადღეგრძელოები წარმართული ღვთაებების, მზის, მთვარის, დედამიწისა და ბუნების სადიდებელი იყო. საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ ქართველები "საბჭოურ გაზარმაცებამდე" ძალიან პრაქტიკული და ჯანსაღი ბუნების ხალხი იყვნენ და ეს სადღეგრძელოებშიც გამოიხატებოდა. ქართველები ლოცავდნენ იმას, რაც რეალური, აუცილებელი და საჭირო იყო. ლოცავდნენ ღმერთს (მაშინდელი გააზრებით, ღმერთი თავად ბუნება იყო), შვილებს, მოსავალს და ყველაფერ იმას, რაც საჭირო და უმთავრესია ადამიანისთვის. ეს "პრაქტიკულობის" ტენდენცია შემდგომი პერიოდის სადღეგრძელოებშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ერთ-ერთი ძველი წერილობითი წყაროს მიხედვით, საქართველოს პირველი მეფე, ფარნავაზი მცხეთელმა მესხმა, ვინმე გოინიმ ასე დალოცა: "იყავ ჯანმრთელი მეფეო და იქმნეს მხიარულობა". დღესაც ძნელია ადამიანს ამაზე კარგი რამ უსურვო. ჯანმრთელობა და მხიარულება, მართლაც ყველაზე სწორი და ჯანსაღი სურვილია. ალბათ სწორედ ჯანმრთელობა და მხიარულება ნიშნავს ბედნიერებას.

ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული სადღეგრძელოები, თავიანთი შინაარსით ძალიან ჰგავს ისეთ სადღეგრძელოებს, რომლებსაც დღეს ევროპის ქვეყნებში მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად გაიგონებთ. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ შედარებამ და დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პარალელები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოსა და 21-ე საუკუნის ევროპას შორის, მაგრამ თუკი ძველი არაბი ისტორიკოსის, ინექ ალ დეისის ცნობებს ვნახავთ, ბევრი რამ ცხადი გახდება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს