რა განასხვავებს მდიდრებს ღარიბებისგან

რა განასხვავებს მდიდრებს ღარიბებისგან

ყოველი ადამიანი ერთხელ მაინც უსვამს თავს კითხვას: რით განსხვავდება მდიდარი ადამიანი ღარიბისგან? პასუხი მარტივია: აზროვნებით! იმისთვის, რომ დიდი ფული იშოვნოთ, ისე უნდა იფიქროთ, როგორც მილიონერი ფიქრობს.

1. მდიდრები თვლიან, რომ ეგოიზმი ღირსებაა

ჩვეულებრივ ადამიანებს უნდათ, რომ მთელი სამყარო გადაარჩინონ. სწორედ ეს არ აძლევთ მათ გამდიდრების საშუალებას. მდიდრები ასე ფიქრობენ: ”მე არ შემიძლია სხვების დახმარება, თუ ჯერ საკუთარ თავს არ დავეხმარები”. და პრინციპში, მართლებიც არიან.

2. მდიდრები საქმიანი აზროვნებით გამოირჩევიან

ჩვეულებრივი ადამიანები ელოდებიან, როდის დაეხმარებათ მათ ვინმე ან რაიმე გამდიდრებაში, მაგალითად ლატარეა, სახელმწიფო, მეგობარი ან მეუღლე. ამიტომ ხშირად სიღარიბეში რჩებიან. მდიდრები კონკრეტულ ზომებს იღებენ. ამიტომ, თუ გამდიდრება გსურს, დროა იმოქმედო.

3. მდიდრები უპირატესობას ანიჭებენ კონკრეტულ და არა თეორიულ ცოდნას.

საშუალო სტატისტიკური ადამიანი დარწმუნებულია, რომ გამდიდრება დიპლომების და დისერტაციების გარეშე წარმოუდგენელია. მდიდრები ფულს საკუთარი სპეციფიური ცოდნის გაყიდვით შოულობენ, რომელიც მათ საქმის კეთებისას აქვთ მიღებული.

4. მდიდრები მომავალზე ოცნებობენ

მდიდრები დიდ დროს ხარჯავენ მიზნების რეალიზაციაზე. ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გააკეთო, უფრო მარტივად მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი წარსულით უფრო არიან დაკავებული, რის გამოც ხშირად დეპრესია ეუფლებათ.

5. მდიდრები ფულზე ლოგიკურად ფიქრობენ

საშუალო სტატისტიკური განათლების მქონე ადამიანი შეიძლება მახეში გაებას, როდესაც ფულს ემოციურად მიუდგება და გაიტაცებს კომფორტულ ცხოვრებაზე ოცნება. მდიდარი ადამიანი ფულს ლოგიკურად უყურებს - როგორც ინსტრუმენტს, რომელიც კონკრეტულ შესაძლებლობებს ანიჭებს და პერსპექტივებს უხსნის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს