მეცნიერების თქმით, ლუდის ხშირი სმა კანზე დადებითად მოქმედებს

მეცნიერების თქმით, ლუდის ხშირი სმა კანზე დადებითად მოქმედებს

თეთრი ლუდი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის გიცავთ რადიაციისგან, უბრალოდ, მთავარია მას რეგულარულად იღებდეთ, - ასე თვლიან ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც აღმოჩენა ჟურნალ Arch Dermatol-ში გამოაქვეყნეს.

თავიდან მეცნიერებმა კანის დაბერების სხვადასხვა ფაქტორები გამოიკვლიეს. კვლევაში ჩართული იყო 65 ტყუპი ადამიანი. ისინი რამდენიმე ჯგუფად გაანაწილეს. ყოველ ჯგუფს პლაჟზე უნდა მოეწია სიგარეტი, მიეღო მავნე საკვები, ძლიერი ალკოჰოლური საშუალებები და ლუდი.

30 დღიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს, როგორ აისახა არაჯანსაღი ცხოვრება იმ ადამიანების კანზე, რომლებიც პლაჟზე მზის ქვეშ იმყოფებოდნენ. შედეგი მოულოდნელი გამოდგა: მზისგან ყველაზე ნაკლებ დაზარალდნენ ისინი, ვინც 30 დღის მანძილზე ყოველდღე სვამდა თითო ბოთლ თეთრ ლუდს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს