როგორ დავწვათ ცხიმი გემრიელ საკვებზე უარის თქმის გარეშე

როგორ დავწვათ ცხიმი გემრიელ საკვებზე უარის თქმის გარეშე

როგორც წესი, ზაფხულის დადგომასთან ერთად ზედმეტ კილოგრამებზე და მათგან გათავისუფლების გზებზე ვიწყებთ ფიქრს. წარმოგიდგენთ პროდუქტების იმ ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ ზედმეტი კალორიების დაწვაში.

გრეიფრუტი

ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და აგრეთვე გვეხმარება ქოლესტერინის დონის დაწევაში. შეგიძლიათ გრეიფრუტი დაუმატოთ ხილის ან ბოსტნეულის სალათს, გამოწუროთ ფრეში ან პირდაპირ შეჭამოთ, როგორც სასუსნავი.

მწვანე ჩაი

ცნობილია, რომ მწვანე ჩაი მეტაბოლიზმის 4 პროცენტით დაჩქარებას უწყობს ხელს. მართალია, ეს არ არის საკმარისი გასახდომად, მაგრამ მწვანე ჩაის რეგულარული მიღება თავის შედეგებს ნამდვილად გამოიღებს.

ომეგა 3

მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ომეგა 3 მეტაბოლიზმის რეგულატორია. ის მოქმედებს ჰორმონ ლეპტინზე, რომელიც თავის მხრივ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ამიტომ აუცილებელია ხშირად მიირთვათ თევზი, რომელშიც უხვადაა ომეგა 3.

ყავა

ყავაში შემავალი კოფეინი თავს მხნედ გვაგრძნობინებს. როდესაც კოფეინის დოზა ორგანიზმში მატულობს, ის ზრდის გულის ცემის სიხშირეს, სისხლი უფრო მეტ ჟანგბადს ატარებს და მეტ კალორიებს წვავს. მაგრამ ყავაში არ უნდა დაუმატოთ შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები. თუ ცარიელ ყავას ვერ სვამთ, დარიჩინი დაუმატეთ.

ავოკადო

ცხიმის მწველთა შორის ჩემპიონი. ის მდიდარია ცხიმებით, მაგრამ კარგი ცხიმებით, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს და უჯრედებს იცავს დაზიანებისგან. ამასთან, ავოკადო სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს