რა არ უნდა ჩაიცვათ პაემანზე

რა არ უნდა ჩაიცვათ პაემანზე

ყველა გოგონამ იცის, რომ პირველი პაემნისთვის ჩაცმულობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ქალების გამოცემა "კოსმოპოლიტენი" გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორი სამოსი არ უნდა ჩაიცვათ თქვენი ოცნების მამაკაცთან შესახვედრად.

უცნაური დიზაინერული სამოსი

მრავალი მამაკაცი პირველი პაემნისთვის კონსერვატორულ კაფეს ან რესტორანს ირჩევს. რასაკვირველია, თქვენ საკუთარი გემოვნებით უნდა მოხიბლოთ პოტენციური ცხოვრების თანამგზავრი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ გადააჭარბოთ და რაიმე უცნაური მოდური ტრენდით, მაგალითად, "დამოუკიდებელი იაპონელი დიზაინერის" ორიგამის კაბით არ მიხვიდეთ რესტორანში.

სპორტული სამოსი

სპორტული სტილის ელემენტები ძალიან აქტუალურია, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუ რასაკვირველია, პაემანი სპორტდარბაზში არ უნდა შედგეს, ან თქვენი რჩეული ფინტეს ინსტრუქტორი არა არის. დაიცავით კონტრასტი - ბოტასები და კაბა, ვიწრო ჯინსის შარვალი და ქუსლიანი ფეხსაცმელი.

უზარმაზარი აქსესუარები

დიდი ზომის აქსესუარები უკვე დიდი ხანია მოდიდან არ გადადის, თუმცა მათი მოტრფიალე მამაკაცების რაოდენობა ძალიან მცირეა. ამიტომ გაიხსენეთ ოქროს წესი - ზომიერება ყოველთვის იმარჯვებს.

ზედმეტად ღია ჩაცმულობა

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ პაემნის ადრესატთან სერიოზული ურთიერთობა არ გინდათ და მხოლოდ გართობას გეგმავთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ კარადიდან გადმოიღოთ გამჭირვალე მინი კაბა ღრმა დეკოლტით. ხოლო თუ თქვენი მიზნები სერიოზული ხასიათისაა, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი ვიზუალი გსურთ, შეინარჩუნეთ ბალანსი - ჩაიცვით ტოპი ღია მხრებით ვიწრო შარვალთან, მოკლე ქვედაბოლოსთან ან შორტებთან.

ძალიან მაღალი ქუსლები

მამაკაცებს ნამდვილად უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან ის საუკეთესოდ წარმოაჩენს ქალის ფიგურას. მაგრამ 15 სანტიმეტრიანი ქუსლები უკვე მეტისმეტია. ამიტომ აირჩიეთ ქუსლის ისეთი ზომა, რომლითაც სიარული გიადვილდებათ და დაცემის შემთხვევაშიც არაფერი დაგიშავდებათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს