ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ 21 აგვისტოს მოსალოდნელი მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ 21 აგვისტოს მოსალოდნელი მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში 21 აგვისტოს მოსახლოდნელ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვენებს:

"უხსოვარი დროიდან ადამიანი აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს, მათ ზეგავლენას მოვლენებსა და ადამიათა ცხოვრებაზე. რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვან ციურ სხეულებად მნათობები მიიჩნეოდა. დაბნელებები ხალხში შიშს იწვევდა, რადგან მათი წარმოდგენით ეს უკავშირდებოდა მოუსავლიანობას, ავადმყოფობებს, ომებს და სხვა უბედურებებს. არის ეს რეალობა, თუ მხოლოდ გაზვიადებული შიშები შეუცნობელის წინაშე? 

იხილეთ ვიდეო: დღეს ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება - რას ნახავენ ამერიკელები ისეთს, რასაც საქართველოდან ვერ ვიხილავთ

პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია დაბნელების შესახებ ასურელი მეფის აშურბანიფალის თიხის ფირფიტების ბიბლიოთეკაშია ნაპოვნი. (7ს. ჩვ, წ-აღ-მდე.) ეს იყო აკადიის მეფის ჰოროსკოპი, და წინასწარმეტყველება, რომ ის შესაძლოა მომდევნო ეკლიფსზე გარდაცვლილიყო. არსებობს ისტორიული დადასტურება იმისა, რომ ეს მართლაც ასე მომხდარა....

მაინც, რას წარმოადგენს დაბნელება ანუ ეკლიფსი?

როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა, ჩვენი პლანეტის ნაწილი ჩრდილშია

ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა, დაბნელებები არცთუ ხშირად ხდება, ამიტომ ის იზიდავს არამარტო ასტრონომების, არამედ უბრალო ადამიანების ყურადღებასაც. დაბნელებაზე დაკვირვება როგორც წესი, შესაძლებელია მხოლოდ დედამიწის მცირე ნაწილიდან, იქიდან, სადაც ეცემა მთვარის ჩრდილი. არსებობს ხალხი, რომლებიც მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში, რათა საკუთარი თვალით იხილონ ასეთი საინტერესო სანახაობა. თუმცა, აქვე უნდაითქვას, რომ ამის გაკეთება არ ღირს. დაბნელებები, იქნება ეს მთვარის თუ მზის, ნეგატივს შეიცავს, და სჯობს არ ვუყუროთ მათ, რომ ეს უარყოფითი ზეგავლენა არ "ავიკიდოთ".... ყველა ასტრონომიულ მოვლენას შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. და რასაკვირველია, არც მზის დაბნელებაა გამონაკლისი....

ის ფაქტი, რომ დაბნელება არ არის ცალკეული ფენომენი, არამედ ციკლურია, და ამ ციკლებს აქვთ დასაწყისი, შუა და ბოლო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაბილონელებმა აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ბერძენმა ლექსიკოგრაფმა, სუდასმა ამ ციკლებს უწოდა საროსის სერიები (გამეორება). მართლაც დაბნელებები მეორდებიან. როგორ? საროსის მთლიანი ციკლი თავიდან ბოლომდე შეადგენს 1300 წელიწადს. ყოველი სერია იძლევა მზის დაბნებას ყოველ 18 წლის განმავლობაში და შეიცავს 71 დან 73მდე მზის დაბნებას, რომლებსაც საერთო მახასიათებლები აერთიანებთ. სარ ო სის ყოველი სერია ატარებს მის დაბადებასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ პოტენციალს, ხოლო მზის დაბნელება და მასთან კავშირში მყოფი მთვარის დაბნელებები წარმოადგენენ იმ ენერგეტიკის გამტარებს, რომელ საროსსაც მიეკუთვნებიან. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესები, ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება და სახელმწიფოების ჩამოყალიბება დაკავშირებულია საროსის ცალკეულ სერიასთან. თუმცა ეს კავშირი ყოველთვის არ არის აშკარა, რადგან, თავის განვითარების მანძილზე ახალ-ახალ თემებსა და პროცესებს ემყარება და სხვადასხვა ფორმებს იძენს.. თუმცა, ისტორიის სიღრმისეულ ჭრილში, საერთო თემების კონტურები უკვე აშკარად ჩანს ხოლმე.

სრული მზის დაბნელება, რომელსაც 2017 წლის 21 აგვისტოს ექნება ადგილი, არის 145-ე საროსის 22-ე დაბნელება.

ის ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე მოხდება; ეს არის პირველი შემთხვევა ამ საუკუნეში, როდესაც სრული მზის დაბნელება ამ ქვეყანაში ხდება. მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა იქნება 2 წუთი 40 წამი, . ევროპაში საღამოს ნაწილობრივ გამოჩნდება საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოს ტერიტორიიდან ის არ ჩანს.

ასტროლოგიის სფეროში ყველაზე ავტორიტარული ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დაბნელებას უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მსოფლიო მოვლენებზე, კერძოდ კი მსოფლიო ლიდერებზე. დაბნელების ჩრდილი, რომელიც გარკვეულ ტერიტორიებზე გადის, მიუთითებს იმ ქვეყნებს, რომლებიც საერთო ისტორიულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, 21 აგვისტოს დაბნელების ზეგავლენა შესამჩნევი იქნება ზემოთ უკვე ჩამოთვლილ ქვეყნებზე. საქართველოში მის ზეგავლენას ნაკლებად ვიგრძნობთ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხადია, მაინც საინტერესოა, თუ რა მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამისათვის უნდა ვიცოდეთ 145-ე საროსის დახასიათება.

აი, რას წერს ცნობილი ასტროლოგი ბ. ბრადი ამ სერიაზე:

"მეგობრებთან ან ადამიანთა ჯგუფთან დაკავშირებული მოულოდნელი მოვლენები. დიდი ზეწოლა პირად ურთიერთობებზე. ეს საკითხები შეიძლება იქნეს გაზვიადებული. თუკი დაბნელება გავლენას ახდენს რუკაზე. გონივრული იქნება, რომ ადამიანი ყურადღება გამოიჩინოს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რადგან ინფორმაცია რომელსაც ის ამ დღეებში მიიღებს დიდი ალბათობით დამახინჯებულია და მცდარი. დაბნელების არსი ასევე არის დაღლილობა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები,"-ო...

გარდა ამისა, ითვლება, რომ ეკლიპსის გავლენა ფიქსირებული ჯვრის (ლომი) ნიშანში შეიძლება არც იგრძნობოდეს გარკვეული ხნის განმავლობაში, მაგრამ თუ გამოვლინდა, იგი დიდხანს და საფუძვლიანად იმოქმედებს.

ეს დაბნელება მოხდება ლომის 29-ე გრადუსზე. მზეც და მთვარეც შეერთებაში არიან მარსთან, ამავდროულად ეკლიფსისწერტილი ქმნის ტრინებს ურანთან და სატურნთან . ეს საკმაოდ სახარბიელო კომბინაცია, ამიტომ ურიგო არ იქნება მნიშვნელოვანი საქმეების სწორედ ახლა დაგეგმვა, დიდი ალბათობით მათი საბოლოო შედეგი ძალზე შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ნუ გექნებათ სწარაფი მიღწევების იმედი, ვინაიდან ამ კონფიგურაციაში სატურნი - "დროის მცველი" მონაწილეობს. უმეტესწილად, მზის დაბნელებისას გამოტყორცნილი ენერგია გავლენას მოახდენს გრძელვადიან პროექტებზე, რომელიც მრავალ თვესა და წლებზე იქნება გათვლილი.

დაბნელების მომენტში ვენერა დგას ტყუპის ნიშანში, რაც იძლევა ურთიერთობის გაცივებას და გაურკვევლობებს. რეტრო მერკური გამოავლენს ჩვენს ქვეცნობიერს, შეეცდება გვიბიძგოს გადახედოთ ინფორმაციის გაცვლის და აღქმის ძველ მეთოდებს. უნდა გავითვალისწინოთ მარსიც, რომელიც საკმაოდ ახლოს დგას ეკლიფსის წერტილთან. დადებით კონტექსტში ეს იძლევა უამრავ აქტივობას, ვნებებს და ნათელ, დასამახსოვრებელ მოვლენებს. ნეგატიური გამოვლინებით კი დროს მარსს დაგროვილი აგრესიის გამოვლინებაც შეუძლია დაიწყოს.

თუმცა ის ფაქტი, რომ დაბნელების წერტილი ემთხვევა ბედნიერების მომტანად მიცნეულ უძრავ ვარსკვლავს რეგულუსს, იმედს გვაძლევს, რომ 21 აგვისტოს ეკლიპსი სერიოზული გართულებების გარეშე ჩაივლის.

და, ვიცი, მაინც გაგიჩნდებათ კითხვა, რომელ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს შეეხებათ უფრო ამ მოვლენის ზეგავლენა. ვინაიდან დაბნელება ხდება ლომისა და მერწყულის ღერძზე სწორედ ამ ნიშნებში მზის, მთვარის, ასცენდენტის ან MC-ს მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა უფრო გამოკვეთილი გახდეს თემები, რომლებსაც პირად ურთიერთობასთან, შვილებთან, შემოქმედებასთან ან რაიმე ტიპის ავანტურებთან ექნება კავშირი. მეტ- ნაკლებად ეს ასევე შეიძლება შეეხოთ მორიელის და კუროს ნიშნების წარმომადგენლებსაც.

და ბოლოს - კიდევ და კიდევ, იგივე გაფრთხილება, რასაც სხვა დაბნელებებზე გაძლევთ ხოლმე - ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, მიჰყევით რუტინას, დაასრულეთ ძველი პროექტები, ახალი მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლიათ დაგეგმოთ. ასევე ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენებს, ნუ წამოიწყებთ მოგზაურობას, ნუ შეიცვლით საცხოვრებელს, მოერიდეთ ახალ კონტაქტებს, არ ჩაიტაროთ გეგმიური ქირურგიული ოპერაციები. დაბნელების ზეგავლენა 28 აგვისტოს ამოიწურება. ამის მერე კი შეგიძლიათ ახალი ძალებით შეუდგეთ ცხოვრებას! წარმატებებს გისურვებთ ყველას!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს