შემოდგომაზე შესაძლოა, მეტეორების წვიმა ვიხილო

შემოდგომაზე შესაძლოა, მეტეორების წვიმა ვიხილო

21 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მზის დაბნელებას დააკვირდება. მზის ნაწილობრივი დაბნელება აშშ-ს მთლიანი ტერიტორიიდან გამოჩნდება, ციური სხეულის სრულ დაბნელება კი მხოლოდ ვიწრო კორიდორის გასწვრივ, ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე იქნება შესამჩნევი.

"სრული მზის დაბნელება იშვიათი მოვლენაა, ნაწილობრივი უკვე ორჯერ იყო საქართველოში, ერთი 2000-იანების დასაწყისში და მეორე 90-იანების ბოლოს"- განმარტა Allnews.ge-სთან საუბარში თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ასტროფიზიკაში ალექსანდრე თევზაძემ.

ასტროფიზიკოსის თქმით, მზის სრულ დაბნელება ადრე სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენებოდა. ამჟამად არსებობს ტელესკოპები, რომლებიც მზის დაბნელების ეფექტს ხელოვნურად ქმნის, ამიტომ მზის სრული დაბნელება უბრალოდ საინტერესო სანახაობად დარჩა.

"მზის დაბნელებას მკაცრი კანონზომიერება არ აქვს, თუმცა აქვს დაახლოებითი პერიოდები. წელიწადში ერთხელ მზის დაბნელებას მსოფლიოს რომელიმე რეგიონიდან აკვირდებიან, მაგრამ საიდან გამოჩნდება ეს ჩრდილი წინასწარ ძნელი სათქმელია,"- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

ასტროფიზიკოსმა ისიც განგვიმარტა, როდის ხდება მზის ნაწილობრივი და სრული დაბნელება და აღნიშნა, რომ ამ მოვლენას მაშინ ვაკვირდებით, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოხვდება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს