გოგონა, რომელიც ვაგინის გარეშე დაიბადა, ოპერაციისთვის ფულს აგროვებს

გოგონა, რომელიც ვაგინის გარეშე დაიბადა, ოპერაციისთვის ფულს აგროვებს

ამერიკელი გოგონა კაილი მოათსი 18 წლის იყო, როდესაც ექიმთან მივიდა იმ ჩივილით, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული მენსტრუალური ციკლი. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას იშვიათი - მეიერ-რუკიტანსკი-კუსტერ-ჰაუზერის სინდრომი აქვს, რაც გულისხმობს საშვილოსნოს უქონლობას. არიზონაში მცხოვრები გოგონა და მისი ოჯახი გულგატეხილები იყვნენ ფაქტით, რომ მას შვილის ყოლა არ შეუძლია.

ამჟამად კაილი 22 წლისაა და ცდილობს დაფინანსება მოიპოვოს ოპერაციისთვის, რომლის შემდეგაც მას ხელოვნური ვაგინა ექნება. ქირურგიული ჩარევა 15 000 დოლარი ჯდება, მოათსის დაზღვევა კი ამ თანხას არ ფარავს. ეს დაავადება 5 000-დან ერთ ქალს აქვს. ამჟამად კაილის ანგარიშზე 3 500 დოლარია შეგროვებული.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს