მსახიობმა პამელა ანდერსონმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მსახიობი პრემიერს თხოვს, რუსეთში კანადური ზღვის მწავის ბეწვის იმპორტი აკრძალოს, იტყობინება РИА Новости.
წერილში მსახიობი და მოდელი წერს, რომ ზღვის მწავები, რომლებსაც კანადაში ტყავის წარმოებისთვის ხოცავენ, მხოლოდ სამი თვისანი არიან. ანდერსონი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მწავების იმპორტი უნდა აკრძალოს, ეს რუსეთის მხრიდან ლოგიკური იქნება - რუსეთში ხომ ზღვის მწავების ხოცვა აკრძალულია.
პატარა ზღვის მწავებზე ნადირობა რუსეთში 2009 წლის თებერვალში აკრძალეს. იმავე პერიოდში აიკრძალა თეთრი ზღვის აკვატორიაში მოზრდილ ზღვის მწავებზე ნადირობაც. მოგვიანებით, 2009 წლის მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც წლამდე ასაკის ზღვის მწავებზე ნადირობა აკრძალა.
პამელა ანდერსონი ცნობილი ვეგეტერიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის (PETA) აქტიური წევრია. მოდელი ხშირად მონაწილეობს PETA-ს მიერ ორგანიზებულ აქციებში. ყველასთვის ცნობილია მისი ფოტო, რომელიც მან სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღო, სახელწოდებით - "ბეწვით შემოსვას დედიშობილა სიარული მირჩევნია".
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.