იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ

 იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ

გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის":

• საკვების მომზადებისას, მასში შესაძლოა დაიშალოს C ვიტამინის დიდი ნაწილი; ორსულობა, ძუძუთი კვება, მაღალი ცხელებით მიმდინარე ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა, დამწვრობა და თამბაქოს მოხმარება, ეს ის მდგომარეობებია, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმის მიერ C ვიტამინზე მოთხოვნილება.

• მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი; ხანში შესული პირების უმრავლესობა საჭიროებს D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით.

• არაერთი პაციენტი, რომელიც გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრებას, უეცრად გარდაიცვალა, რადგან მათ ორგანიზმში ისედაც დაბალი ფოსფორის დონე, სწრაფად დაეცა, როდესაც დაიწყეს ნორმალური საკვების მიღება. ამ სინდრომს ხელმეორედ კვების (შიმშილის შემდგომი) სინდრომი ეწოდება.

• ადამიანები, რომლებიც რადიოაქტიურ იოდს იღებენ, 2­4 დღის განმავლობაში ჩვილებთან და პატარა ბავშვებთან ახლოს არ უნდა იმყოფებოდნენ.

• მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე ბავშვების 80% იკურნება.

• ავთვისებიანი სიმსივნეების დასახელებები საწყისი უჯრედის ტიპის სახელწოდებაზე ომა-ს დამატებით მიიღება. მაგალითად, მენინგიომა თავისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ავთვისებიანი სიმსივნეა, ჰეპატომა ღვიძლის სიმსივნეა.

• გულყრის ბევრი სახე სულაც არ იწვევს კრუნჩხვას ან ცნობიერების დაკარგვას. გულყრის დროს ადამიანისთვის პირში კოვზის ჩადება უფრო ცუდი შედეგის მომტანია, ვიდრე სასარგებლო.

• თავის გარეგანი დაზიანების ხარისხი შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდეს ტვინის დაზიანების სიმძიმეს. თავის მძიმე ტრავმის მქონე ადამიანის კისრის გამოძრავება არ შეიძლება, რადგან იგი შესაძლოა მოტეხილი იყოს.

• თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებულ სხივურ თერაპიას შეუძლია თავად დააზიანოს ეს ორგანოები.

• წითელას ან ჩუტყვავილას გადატანიდან დიდი ხნის შემდეგ ინფექცია შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს და ტვინის ანთება გამოიწვიოს.

• თავის ტვინის მე-4 ნერვის დამბლა მხედველობის გაორებას იწვევს, რაც თავის გვერდზე გადახრის დროს აღარ ვლინდება.

• ზოგიერთი ახალშობილი იბადება ფრჩხილების გარეშე, რასაც ანონიქია ეწოდება.

• ვინაიდან ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება ასაკთან ერთად ქვეითდება, ასაკში იკვებებიან უფრო ნაკლებად, რის გამოც ვითარდება კვების დეფიციტი.

• კატარაქტა მსოფლიოში სიბრმავის წამყვანი მიზეზია

ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის, მერკის მსოფლიო ბესტსელერი "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" 7 ტომს მოიცავს და ქართულ ენაზე "პალიტრა L"-მა მოამზადა. მერკის სახელმძღვანელოები მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სამედიცინო ლიტერატურაა. წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანმა გუნდმა იმუშავა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს