ანდროიდის საიდუმლო ფუნქციები, რომელთა შესახებაც არაფერი იცით

ანდროიდის საიდუმლო ფუნქციები, რომელთა შესახებაც არაფერი იცით

დღეს ძალიან რთულია ისეთი ადამიანის მონახვა, ვისაც ჯიბეში სმარტფონი არ უდევს. თუმცა უფრო რთულია ისეთი ადამიანის მონახვა, ვინც საკუთარი სმარტფონის შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი იცის. დღეს მოგიყვებით ანდროიდის სისტემის სმარტფონების საინტერესო ფუნქციებზე.

ენერგიის ეკონომიის ყველაზე მარტივი ხერხი

თუ ”ვოლფეიფერად” შავ, ან სხვა მუქ ფონს შეარჩევთ, პიქსელების ავტომატური განათება გაითიშება და შეამჩნევთ, რამდენად გახანგრძლივდება თქვენი სმარტფონის მუშობის დრო.

ტექსტის ხმით წარმოთქმა

თუ წაკითხვას მოსმენა გირჩევნიათ, პარამეტრებში მონახეთ პუნქტი ”სპეციალური შესაძლებლობები” და გაააქტიურეთ ხმოვანი ტექსტის ფუნქცია.

ჩართეთ ”სტუმრის რეჟიმი”

თუ გსურთ დროებით თქვენი ტელეფონი სხვა ადამიანს გადასცეთ, მაგრამ ამასთან, გინდათ შეინარჩუნოთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გამოიყენეთ ფუნქცია ”სტუმრის რეჟიმი”. ორი თითით დისპლეიზე ქვევით ჩამოუყევით, გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ მომხმარებლის ლოგოს, ამის შემდეგ გამოჩნდება ”სტუმრის დამატება” და თავად შეძლებთ აირჩიოთ, რისი ნახვა შეეძლება იმ ადამიანს, ვისაც ტელეფონს ათხოვებთ.

ეკრანის გამადიდებელი

ვისაც ცუდი მხედველობა აქვს, შეუძლია საქმე გაიმარტივოს. შედით პარამეტრებში - სპეციალური შესაძლებლობები - გადიდების ჟესტები. ამის შემდეგ, შეძლებთ დისპლეის ნებისმიერი მონაკვეთის გადიდებას.

ფარული თამაში

კომპანია გუგლი ყველა ანდროიდის სისტემაზე პატარა საჩუქარს უტოვებს მომხმარებლებს. გახსენით პარამეტრები, გადადით პუნქტზე ”ტელეფონის შესახებ”. რამდენჯერმე სწრაფად დააჭირეთ ”ვერსია ანდროიდს” და როდესაც ეკრანზე პატარა ზეფირი გამოჩნდება, მასაც სწრაფად დააკლიკეთ რამდენჯერმე. ამის შემდეგ გაიხსნება სპეციალური მინი-თამაში.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს