"შიშველი ფიტნესი" - ახალი მოდა

"შიშველი ფიტნესი" - ახალი მოდა

ამერიკელთა შორის სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტული ვარჯიშები სუფთა ჰაერზე და თან ტანისამოსის გარეშე, ამის შესახებ გრეიტ-ფოლსის უნივერსიტეტის მეცნიერები იტყობინებიან.

მონტანაში ნატურალისტებისთვის სამი კლუბი გაიხსნა. კლუბში ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩაწერამდე თითოეული ადამიანი ფსიქოლოგთან კონსულტაციას გადის. ფსიქოლოგი ამოწმებს, თუ რამდენად არის მზად ადამიანი გაშიშვლდეს. კლუბში ჩაწერის მსურველები ფსიქოლოგიურ ტესტებს გადიან, იტყობინება Raut.ru.

ამგვარი ტესტი იმისთვის არის საჭირო, რომ ვარჯიშის დროს ადამიანები სექსუალური ძალადობისგან დაიცვან, რადგანაც "შიშველი ფიტნესი" ჯგუფური პორნო კი არა, ჩვეულებრივი ფიზკულტურაა.

ჯერჯერობით, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე დარბაზებში ვარჯიშობენ. თუმცა ორგანიზატორები ერთობლივი სავარჯიშო პროგრამების შემუშავებასაც აპირებენ. "შიშველი ფიტნესი", როგორც წამყვანი სპეციალისტი რაინ ვილიამსი ამტკიცებს, ადამიანის ბუნებასთან დაახლოვებას უწყობს ხელს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს