ირენ ფერარს სილიკონის მკერდმა უმტყუნა და ჩივილს აპირებს

ირენ ფერარს სილიკონის მკერდმა უმტყუნა და ჩივილს აპირებს

რუსეთში ყველაზე დიდი მკერდის მფლობელი, მოდელი ირენ ფერარი ბიზნეს-კლასით მგზავრობს ხოლმე, მაგრამ მოსკოვი-ციურიხის მიმართულებით თვითმფრინავში ბიზნეს-კლასი უბრალოდ არ იყო.

"ირენ ფერარი ჩვეულებრივ ადგილზე დასვეს, - ყვება რუსი მოდელის ადვოკატი სერგეი ჟორინი, - ხოლო როდესაც თვითმფრინავი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა და რყევა დაიწყო, ირენი წინა სავარძლის საზურგეს მკერდით დაეჯახა, რის შედეგადაც სილიკონი დაიზიანა. ამის შესახებ "Комсомольская правда" წერს.

თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ფერარმა ექიმს მიაკითხა. ექიმმა განუცხადა, რომ სილიკონების შეცვლა იყო საჭირო. ახლა ირენი შვეიცარული ავიაკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს - კომპენსაციის სახით ის 100 000 ევროს ითხოვს. 

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება