შრიფტი
10:23 / 05-09-2017
5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, რომელსაც ყველამ ვერ გაუძლო
ალბათ, თითოეული ჩვენგანი ოცნებობს, დროებით გამორთოს ტელეფონი, არ გაეკაროს კომპიუტერს, არ უპასუხოს ფოსტას, ჩაიკეტოს ოთახში და არავინ ნახოს - მოკლედ, დაისვენოს ყველასგან და ყველაფრისგან. არადა, სინამდვილეში, ასე რომ მოხდეს, რამდენ ხანს გავძლებთ?

ბრიტანულმა არხმა Channel 5-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება: ჩაეკეტა რამდენიმე მოხალისე კამერებში მარტო, ცივილიზაციის ყველა იმ ატრიბუტიკისგან შორს, რომლებსაც მიჩვეული ვართ. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ...

Channel 5-მა გადაწყვიტა, გადაეღო პროგრამა "მარტოსული", რომელსაც საფუძვლად ანტისოციალური ექსპერიმენტი ედო: ტელეწამყვან ჯორჯ ლემსა და კიდევ
ოთხ მოხალისეს 5 დღე უნდა გაეტარებინათ კამერებში სრულიად მარტოს. მათ განკარგულებაში საჭმელი, ტუალეტი, საწოლი და კიდევ ერთი ნივთი იყო, რომელიც შეთავაზებული 3-დან უნდა აერჩიათ და ელექტრომოწყობილობას არ წარმოადგენდა.

ზოგიერთი მონაწილისთვის ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა: ერთ-ერთმა ექსპერიმენტის დაწყებიდან 4 საათში დატოვა კამერა. მეორემ დამარცხება 24 საათში აღიარა.

28 წლის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა შერმეინმა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელია. მაგრამ სულ რამდენიმე საათში მოიწყინა, შემდეგ უეცრად ატირდა, რადგან თავი საშინლად მარტოსულად იგრძნო. მან მეუღლის წერილიც კი გახსნა, რომელიც ექსპერიმენტის წესის მიხედვით მხოლოდ 2 დღის შემდეგ უნდა წაეკითხა. "პანიკაში ვარ, მეტი აღარ შემიძლია, უბრალოდ, სახლში მინდა დაბრუნება", - განაცხადა შერმეინმა. გოგონამ ღილაკს დააჭირა. ეს ექსპერიმენტის დასრულებას ნიშნავდა. "უბრალოდ, ისე ძალიანაც არ მომწონს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, როგორც აქამდე ვფიქრობდი", - დაასკვნა შერმეინმა.



ტელეწამყვან ჯორჯსაც ძალიან გაუჭირდა. მან ოთახი 24 საათში დატოვა. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა გახლდათ ის, რომ ვერ არჩევდა, დღე არის ახლა თუ ღამე. რაღაც მომენტში ყვირილი მორთო, ოთახის ნათურებს უყვიროდა. "5 დღე ამ ოთახში, ჭკუიდან გადამიყვანს", - განაცხადა ჯორჯმა.



36 წლის მარტოხელა დედამ სახელად სარამ, გადაწყვიტა გამოეცადა, თუ რამდენად ძლიერია. მან მთელი 5 დღე გაძლო, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა: შესამჩნევად ნერვიულობდა, პანიკის შეტევები ჰქონდა, ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც შემოვიდა ოთახში, ნერვიულობის ნიადაგზე გულისრევა დაეწყო. ორგანიზატორები სერიოზულად შფოთავდნენ მის ჯანმრთელობაზე და ექსპერიმენტის დასრულებასაც ფიქრობდნენ. მაგრამ სარამ მოახერხა თავისი შიშების გადალახვა.

28 წლის იორკშირელმა ლლოიდმაც გადალახა ეს 5 დღე. ექსპერიმენტს იმიტომ დასთანხმდა, რომ თავისი სმარტფონის დროებით გადადება სურდა, რადგან სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული გახდა. ოთახში მოწყენილად გრძნობდა თავს, მაგრამ ამას გაუმკლავდა, კამერებთან საუბრებით.

ბოგერმა ლუსიმ, რომელიც ოთახში მარტო ჩაკეტვას დასთანხმდა, ექსპერიმენტი ბოლომდე გაიარა. მას ხელოვნება შველოდა: თან სახატავი საშუალებები ჰქონდა.



სამივემ, ვინც ექსპერიმენტი გაიარა, განაცხადა, რომ ეს იყო მძიმე გამოცდილება, თუმცა ამან მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE
16:47 / 07-09-2017
giorgi
0
მეც გამოვცდიდი ჩემ თავს<br />
გამოეხმაურე / 0 /
15:26 / 06-09-2017
ნინა
0
სიამოვნებით მივიღებდი მონაწიოლეობას :)
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა
წინასწარმეტყველები, რომელთაც ვერ გაუძლეს ტექნოლოგიურ პროგრესს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოლხიდაში არყის საწარმო ფუნქციონირებს
+VIDEO თბილისელების ნაწილი რუსული კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს
"სილიკონ ველის" მთავარი მონაპოვარი კვალიფიციური მუშახელია, რომელთა ნაწილს მიგრანტები შეადგენენ
ექსპერიმენტის დროს დამკვირვებლები იკვლევდნენ, თუ რა მოსდის ადამიანს უძილობით
წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური კუთხით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე სასტიკ და უაზრო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს
1996 წელს Apple-ის დამფუძნებელმა პრეზენტაციაზეა ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
17:28 / 22-01-2018  Image სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა
ექიმები მალევე მივიდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. 
17:41 / 22-01-2018  Image რა მოვლენებია მოსალოდნელი 21 იანვრიდან 28 იანვრამდე - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური ამ კვირაში რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49