მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს

მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს

ფიზიკის და კოსმოლოგიის პროფესორი შონ კეროლი, რომელიც კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ასწავლის, აცხადებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარი თავის დარწმუნება საიქიო ცხოვრებაზე.

მეცნიერის თქმით, ფიზიკის კანონების მიხედვით მივიდა დასკვნამდე, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის იდეა აბსურდია. ის ამტკიცებს, რომ ფიზიკის კანონები, რომლებსაც ეყრდნობა ადამიანის ცხოვრება, საკმარისად გასაგებია იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლის შესაძლებლობის იმედები არ გაჩნდეს.

მისი მოსაზრების დასადასტურებლად კეროლმა ველის კვანტური თეორია მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, ყველა ნაწილაკის ტიპი საკუთარ ველზე იმყოფება. ექსპერტი აცხადებს, რომ ადამიანს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე რომ შეეძლოს, ფიზიკურ ველებში აუცილებლად დაფიქსირდებოდა "სულის ნაწილები".

ცნობიერი ბაზურ დონეზე არის ატომების და ელექტრონების რიგი, რომლებიც ჩვენ გონებაში იმყოფებიან, სამყაროს კანონები კი ამ ნაწილაკებს არ აძლევს საშუალებას, გარდაცვალების შემდეგ იმოქმედონ.

მომზადებულია robertlanza.com-ს მიხედვით

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რა აღჭურვილობით გადიან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებზე

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტო-ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან