"დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა..." - ასტროლოგის რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით

"დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა..." - ასტროლოგის რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"როდესაც მზის ცენტრი, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე გამწკრივდება, დგება სავსე მთვარეობის მომენტი, რომელიც სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ამასთან, მზე და დედამიწა ერთიმეორის საპირისპირო მხარეს დგანან. ამის შემდგომ პლანეტები აგრძელებენ თავიანთ ორბიტებზე მოძრაობას ჩვეულებისამებრ.

მიუხედავად მოვლენის ასეთი ხანმოკლეობისა, სავსე მთვარის ზეგავლენა ადამიანებზე და გარემოზე საოცრად დიდია.

ემოციური არამდგრადობა, მზისა და მთვარის დაპრისპირებით გამოწვეული, ჯერ კიდევ წინა დღით იწყება და სავსე მთვარის მომდევნო დღეზეც გადადის.

სავსე მთვარის დღეები მუდამ თავისი სირთულით გამოირჩევა სხვა დღეებისაგან. ამ პერიოდში მწვავდება ჩვენი ემოციური ფონი, ორგანიზმი სუსტდება და იმუნური სისტემა ვერ მუშაობს სათანადოდ. ადამიანები უფრო გაღიზიანებულები და კონფლიქტურები ხდებიან. ხასიათის მოულოდნელი, უმიზეზო ცვლილებები, შინაგანი აფორიაქებულობა, უაზრო აღტყინებიდან ასეთივე უსაფუძვლო დეპრესიულ განწყობამდე მერყეობს.

დღეს, 11:02 ზე, სენსიტიურ და მგრძნობიარე თევზების ზოდიაქოს მე-14 გრადუსზე მთვარე სავსე გახდა. ამავე დროს მზე ქალწულშია, რომელიც მეოცნებეობას კი არა, პრაქტიკულობას გვკარნახობს. საუკეთესო იქნება, თუკი შეძლებთ დაიცვათ წონასწორობა სულიერ მხარესა და პრაქტიციზმს და ანალიზის უნარს შორის.

ამ სავსემთვარეობას რამდენიმე საინტერესო მომენტი ახლდა თან - მერკური ჯერ ისევ სტაციონარული იყო, თანაც მარსთან შეერთებაში. მთვარე კი ნეპტუნთან შეერთებაში. ეს ყველაფერი ერთად გვაფიქრებინებს იმაზე, რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. რისი დრო? - იკითხავთ თქვენ. იმ სახლის აქტივობის, რომელსაც ახლა ეს ტრანზიტული მთვარე გადის თქვენს რუკაში. ჯერ ისედაც, სავსემთვარეობას სიახლეები არ უყვარს, და ახლა მითუმეტეს. არჩევანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის. ახლაც ასეა - ვარჩიოთ ილუზიებში დავრჩეთ, თუ რეალობას გავუსწოროთ თვალი და არსებული ვითარების მიხედვით დავიწყოთ ცხოვრების დაგეგმვა.

დაგეგმვა კარგია, - მეტყვით ალბათ ისევ თქვენ, - მაგრამ როდისღა მოვა განხორციელების ჟამი? - მალე - ახალმთვარეობიდან. თუ ძალიან გეჩქარებათ და ვერ ითმენთ, 10 სექტემბრამდე მაინც გაუძელით, რომ მთვარე უფრო მეტად პრაქტიკულ კუროში გადავიდეს.

სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ავარიულობა მომატებულია. ეცადეთ თავი აარიდოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას. მოერიდეთ აგრესიულ საუბრებს, კამათს. უხეშობისა და კონფლიქტებისაგან მაქსიმალურად თავის შესაკავებლად, სჯობს, არ აჰყვეთ არავითარ პროვოკაციულ ქმედებებს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. არაა რეკომენდებული გეგმიური ოპერაციების ჩატარება. ასევე, როგორც იცით, სავსე მთვარის დღეებში არარეკომენდებულია ახალი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ისეთი საქმანობებისათვის, როგორიცაა აქტიური ტიპის დასვენება, ისე მედიტაცია, შინაგანი პოტენციალის გამომჟღავნებისათვის, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში, სავსებით მისაღები პერიოდია.

გაითვალისწინეთ, რომ სავსემთვარეობის ზეგავლენა მომდევნო დღეზეც გადადის.

წარმატებებს და სავსე მთვარეობის იოლად გადატანას გისურვებთ!!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს