აშშ-ში ბივშტექსის არომატიანი სარეკლამო ბილბორდი დაამონტაჟეს

აშშ-ში ბივშტექსის არომატიანი სარეკლამო ბილბორდი დაამონტაჟეს

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ბივშტექსის სარეკლამო ბილბორდი დაამონტაჟეს, რომელიც შემწვარი ხორცის სურნელს აფრქვევს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იტყობინება. სარეკლამო აქციის ორგანიზატორი Bloom-ის სასურსათო მაღაზიათა ქსელია.

ქალაქ მურსვილში დამონტაჟებულ ბილბორდზე რეკლამის ავტორებმა ჩანგალზე წამოცმული შემწვარი ხორცის ნაჭერი გამოსახეს. თუმცა მძღოლების ყურადღებას სურნელი უფრო იპყრობს, რომელიც გრილზე შემწვარ ხორცს ახასიათებს.

არომატი დანადგარის საშუალებით ვრცელდება, რომელიც ბილბორდის უკანა მხარესაა დამონტაჟებული. სისტემა კომპანია Scent Air-მა შეიმუშავა. აღნიშნული კომპანია კაზინოებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში შესაბამისი არომატების გამავრცელებელ დანადგარებს აწარმოებს.

ბილბორდი შემწვარი ხორცის სურნელს დილის 7 საათიდან 10 საათამდე ავრცელებს, ასევე 16 საათიდან საღამოს 19 საათამდე. სარეკლამო აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება, - იტყობინება საინფორმაციო პორტალი Upi.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს