ბრაზილიელი პილოტის ცაში გადაღებულმა სელფებმა "ინსტაგრამი" დაიპყრო

ბრაზილიელი პილოტის ცაში გადაღებულმა სელფებმა "ინსტაგრამი" დაიპყრო

ბრაზილიელ პილოტს ათასობით ფანი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამის" გვერდზე თვითმფრინავის სალონის ფანჯრიდან გადაღებული შეშლილი "სელფები" ატვირთა. 31 წლის დანიელ კენტენოს სენსაციურმა ფოტოებმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობენ რომ ის საკუთარი და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, თუმცა როგორც გაირკვა, ფოტოები ფოტოშოპითაა დამუშავებული.

კენტენომ პირველად მსგავსი სელფები 2015 წელს გაავრცელა და მალევე ისიც აღნიშნა, რომ მათ შექმნაში ფოტოშოპი დაეხმარა. ერთ-ერთ ფოტოზე პილოტმა შემდეგი წარწერა გააკეთა: "მინდა გითხრათ, რომ ეს ფოტოები ნამდვილი არაა, მეგობრებო". მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები ფოტოშოპის შედეგია, პილოტს მაინც მრავალი გამომწერი ყავს, რომლებიც სულმოუთქმელად ელიან მის მორიგ შთამბეჭდავ ფოტომასალას.

მომზადებულია iol.co.za-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს