შრიფტი
11:12 / 13-09-2017
iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ახალი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X-ის პრეზენტაცია გაიმართა.

iPhone X-ის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen და სმარტფონმა უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წარმოგიდგენთ იმ მთავარ უპირატესობებს, რაც iPhone X-ს აქვს.

სუპერ რეტინალური დისპლეი
ეს არის Apple-ის პირველი "აიფონი" OLED დისპლეით. მისი ზომაა დიაგონალურად 14 სანტიმეტრი და პიქსელების ოდენობა 458-ა. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს ფერებს განათების ტემპერატურის მიხედვით. ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა.

არ აქვს ღილაკი HOME
მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი. მაგალითად, ზევით
თითის ასმის დროს მთავარ მენიუში შედიხართ, თუ ზევით მარჯვნისკენ გაუსვამთ თითს, აპლიკაციების განოფილებაში შეხვალთ და ა.შ.

მასალა
ახალი სმარტფონი მთლიანად მყარი მინისგან და უჟანგავი ლითონისგანაა დამზადებული.



სახის ამომცნობი

ეფლის ახალი კამერების სისტემამ შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის დამატება. მასზეა რვა ახალი კამერა და სენსორები, რომელთაც მფლობელის სახის ამოცნობა შეუძლიათ. სისტემა მაშინაც მუშაობს თუ სათვალე გიკეთიათ, ვარცხნილობას შეიცვლით ან სხვა ცვლილებას შეიტანთ გარეგნობაში. სახის ამომცნობი სმარტფონის გახსნის ახალი ფუნქციაა.

Animoji
iPhone X-ის ახალი კამერა საშუალებას იძლებვა მრავალი ემოჯი საკუთარი სახის მოძრაობის მიხედვით გახადოთ ანიმაციური.

კამერები
iPhone X-ის აქვს ახალი ორმაგი ლინზა ტელეფონის უკანა პანელზე. მას აქვს ორმაგი გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქცია. კამერას კვლავ 12 მეგაპიქსელიანი სენსორები აქვს, მაგრამ ძალიანაა გაუმჯობესებული ფერთა რეპროდუქციის და ხმის დახშობის აპარატები.

პორტრეტის ახალი ფუნქცია
პორტრეტის ფუნქციას დაემატა განათება, რომელიც საშუალებას იძლევა განათების ეფექტები დაადო პორტრეტებს. ამასთან, წინა კამერაც იძლევა საშუალებას სელფები გადაიღო პორტრეტის ფუნქციით.

A11 ტიპის ბიონიკური ჩიპი
64 ბიტი, 6 ბირთვიანი, ახალი ეფლის GPU, ახალი ISP. ეს ყველაფერი ახალ აიფონს ნამდვილ "ცხოველად" აქცევს.

ბატარეის ხანგრძლივობა
Apple-მა როგორღაც მოახერხა და ბატარიის ხანგრძლივობა ორი საათით გაზარდა. ოღონდ აიფონ 7-თან და არა აიფონ 7 პლუსთან შედარებით.

უსადენო დამტენი
iPhone X-ის დასატენად სადენიანი დამტენები აღარაა საჭირო. თან უსადენო დამტენი მუშაობს როგორც iPhone X-ის-ზე, ისე ეფლის საათზე და ყურსასმენებზეც. ამასთან, მას შეუძლია სამივე ერთდროულად დატენოს.

მომზადებულია bgr.com-ს მიხედვით
ტეგები:
20:52 / 18-09-2017
Aha
0
ოჰ დიდი ვერაფერი უკეტესს ველოდი თუმცა უკეთესი რაღა უნდა გამოიგონონ
13:37 / 15-09-2017
Georgia
0
ეს სახის ამომცნობი კი არ არის, რომ გადარიეთ ხალხი, არაქაადა ყველა პოზაში, ყველა ვარცხნილობით და სათვალით ამოგიცნობსო და დედა რაია აგიო!? სინამდვილეში ჩვეულებრივი ამბავია, თვალის ბადურის სკანერია, რომელიც ყველა დამიანს, როგორც თითის ანაბეჭდი, უნიკალური აქვს და ეგ ტექნოლოგია იცით რამდენი წლისაა? აბა თვალი დახუჭეთ, თუ გაიხსნება ეკრანი ... და მაგაში ვიღაც წავა და 10 000 ლარს მისცემს ... მარაზმია ... სხვა აბა იქ "სასწაული" არაფერია, ვინც ერკვევა ტექნოლოგიებში მისთვის, ხოლო ვინც ვერა, დარჩება გაკვირვებული ...
მსგავსი სიახლეები
ექსკლუზიური მოდელი გუშინ მიიღეს და გუშინვე გაიყიდა
შვილისთვის ტელეფონის მიცემა 1 გრამი კოკაინის მიცემის ტოლფასია
+PHOTO| ჯადოსნური ტყე ყველაზე გავლენიანი დიზაინერების ნამუშევარია
სმარტფონი ძვირფასი მეტალების ჯიბის საცავია
გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ სმარტფონი უნდა დაიტენოს 100%-ით
"ალანური სახელწოდების დაწესებულებები ცხინვალში პოპულაური ხდება"
სიახლე წარმოადგინა კომპანია ”ჰუავეის” კვლევითმა ნაწილმა
რომელი მობილურები უნდა იყიდოთ 2015 წელს
დასავლური მედია iPhone-ის ახალი თაობის ტექნოლოგიური პარამეტრების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
(+VIDEO) ინციდენტი ავტობუსის სალონში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
11:25 / 23-11-2017  Image შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
10:16 / 23-11-2016  Image სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი
1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49