iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

iPhone X - ყველაზე ამბიციური სმარტფონი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ახალი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X-ის პრეზენტაცია გაიმართა.

iPhone X-ის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen და სმარტფონმა უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წარმოგიდგენთ იმ მთავარ უპირატესობებს, რაც iPhone X-ს აქვს.

სუპერ რეტინალური დისპლეი

ეს არის Apple-ის პირველი "აიფონი" OLED დისპლეით. მისი ზომაა დიაგონალურად 14 სანტიმეტრი და პიქსელების ოდენობა 458-ა. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს ფერებს განათების ტემპერატურის მიხედვით. ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა.

არ აქვს ღილაკი HOME

მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი. მაგალითად, ზევით თითის ასმის დროს მთავარ მენიუში შედიხართ, თუ ზევით მარჯვნისკენ გაუსვამთ თითს, აპლიკაციების განოფილებაში შეხვალთ და ა.შ.

მასალა

ახალი სმარტფონი მთლიანად მყარი მინისგან და უჟანგავი ლითონისგანაა დამზადებული.

სახის ამომცნობი

ეფლის ახალი კამერების სისტემამ შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის დამატება. მასზეა რვა ახალი კამერა და სენსორები, რომელთაც მფლობელის სახის ამოცნობა შეუძლიათ. სისტემა მაშინაც მუშაობს თუ სათვალე გიკეთიათ, ვარცხნილობას შეიცვლით ან სხვა ცვლილებას შეიტანთ გარეგნობაში. სახის ამომცნობი სმარტფონის გახსნის ახალი ფუნქციაა.

Animoji

iPhone X-ის ახალი კამერა საშუალებას იძლებვა მრავალი ემოჯი საკუთარი სახის მოძრაობის მიხედვით გახადოთ ანიმაციური.

კამერები

iPhone X-ის აქვს ახალი ორმაგი ლინზა ტელეფონის უკანა პანელზე. მას აქვს ორმაგი გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქცია. კამერას კვლავ 12 მეგაპიქსელიანი სენსორები აქვს, მაგრამ ძალიანაა გაუმჯობესებული ფერთა რეპროდუქციის და ხმის დახშობის აპარატები.

პორტრეტის ახალი ფუნქცია

პორტრეტის ფუნქციას დაემატა განათება, რომელიც საშუალებას იძლევა განათების ეფექტები დაადო პორტრეტებს. ამასთან, წინა კამერაც იძლევა საშუალებას სელფები გადაიღო პორტრეტის ფუნქციით.

A11 ტიპის ბიონიკური ჩიპი

64 ბიტი, 6 ბირთვიანი, ახალი ეფლის GPU, ახალი ISP. ეს ყველაფერი ახალ აიფონს ნამდვილ "ცხოველად" აქცევს.

ბატარეის ხანგრძლივობა

Apple-მა როგორღაც მოახერხა და ბატარიის ხანგრძლივობა ორი საათით გაზარდა. ოღონდ აიფონ 7-თან და არა აიფონ 7 პლუსთან შედარებით.

უსადენო დამტენი

iPhone X-ის დასატენად სადენიანი დამტენები აღარაა საჭირო. თან უსადენო დამტენი მუშაობს როგორც iPhone X-ის-ზე, ისე ეფლის საათზე და ყურსასმენებზეც. ამასთან, მას შეუძლია სამივე ერთდროულად დატენოს.

მომზადებულია bgr.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს