თუ თქვენ ოჯახის უმცროსი შვილი ხართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს

თუ თქვენ ოჯახის უმცროსი შვილი ხართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს

უმცროსი შვილები უფრო მხიარულები არიან, ვიდრე უფროსები - ბრიტანული The Independent-ის ინფორმაციით, ამის შესახებ YouGov study-ს კვლევაშია ნათქვამი.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს, იყო თუ არა ის ოჯახისთვის პირველი შვილი. გაირკვა, რომ გარშემომყოფებს უმცროსი დები, თუ ძმები ბევრად მხიარულებად მიაჩნიათ, თუმცა უფროსებს მეტად აქვთ გააზრებული ოჯახური პასუხისმგებლობები.

"მთავარი განსხვავება არის ის, რომ უფროსი შვილების უფრო დიდ პროცენტს (54%) აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე, ვიდრე მათ უმცროს დედმამიშვილებს. უმცროსები კი, თავის მხრივ, მეტად მხიარულები, მარტივად კონტაქტურები და მშვიდები არიან, ვიდრე მათი და-ძმები," - აღნიშნულია კვლევაში.

The Independent-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ