დღეს ახალმთვარეობაა - რა რჩევებს გვაძლევენ ქართველი ასტროლოგები

დღეს ახალმთვარეობაა - რა რჩევებს გვაძლევენ ქართველი ასტროლოგები

დღეს ახალმთვარეობაა. ქართველი ასტროლოგები მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ:

ხათუნა ნოელი:

როგორც ალბათ იცით, ახალმთვარეზე მზისა და მთვარის ზუსტი შეერთება ხდება. ყოველი ახალმთვარეობა ახალი ენერგიების შემოსვლისა და ცვლილებების დატვირთვის მატარებელია.

ვინაიდან ახალმთვარეობა ქალწულის 27°27 -ზე ხდება, ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გყავთ თქვენს ნატალურ რუკაზე ამ გრადუსზე რაიმე პლანეტა. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი რომელიმე პლანეტა ახალმთვარეობის წერტილს უერთდება, მაშინ უნდა ივარაუდოთ, მიმდინარე თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. თუ როგორი ხასიათი ექნება ამ მოვლენებს, დამოკიდებულია ამ პლანეტის სხვა პლანეტებთან ასპექტებზე, რამდენად ჰარმონიულნი არიან ისინი.

ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ, როგორც ალბათ იცით, ოთხშაბათ დღეს მერკური მართავს. ამიტომ ახალმთვარეობასწორედ მის სფეროს - გონებას შეეხება და ადამიანებს გარკვეულწილად დაბნეულებს გაგვხდის. დაიცავით ზომიერება ყველაფერში. სჯობს, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ წამოიწყოთ. ხუთშაბათიდან კი შეგიძლიათ საქმეებს მიუბრუნდეთ.

ქეთი ვაწაძე:

ახალი საქმეები 3-4 დღეში სჯობს რომ დაიწყოთ... თვითონ ახალმთვარეობაზე კი უმჯობესი იქნება დაგეგმოთ მომავალი.. წარმოიდგინოთ, რაც გსურთ, რომ მოხდეს, ანუ ერთგვარი ვიზუალიზაცია გააკეთოთ.

მიხეილ ცაგარელი:

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს;

ნუ გადაიღლებით;

მოერიდეთ სხვების განკითხვას, რაც არ უნდა სასწაული რამ გაიგონოთ;

მსუბუქად იკვებეთ;

მიიღეთ მეტი წყალი;

პოზიტიურად განეწყვეთ და აკონტროლეთ თავი;

ნუ აჰყვებით სხვების გამოწვევებს;

მშვიდად, ჰარმონიულად განვლეთ ეს დღე და დაგეგმეთ 1 თვის პერიოდი და შეეცადეთ, ნათლად წარმოიდგინოთ, რაც გინდათ, რომ მიიღოთ ამ 1 თვის განავლობაში.

რაც უფრო მკაფიო და კონკრეტული იქნება ვიზუალიზაცია, მით მეტი შანსია მისი განხორციელებისა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს