სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება

სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება

ჩარლზ დარვინმა თავისი ცნობილი წიგნის The Descent of Man პირველ თავში ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს აღწერს, რომლებიც მსუბუქად რომ ვთქვათ უსარგებლოა, ან თითქმის უსარგებლოა. გამოცემა Brightside-ი მიიჩნევს, რომ დარვინის ჩამონათვალი სრული არ იყო და ადამიანს, იმაზე მეტი ორგანო და სხეულის ნაწილი აქვს, ვიდრე სჭირდება. ვნახოთ მათი ჩამონათვალი.

თმა სხეულზე

წარბები თვალებს იმ ოფლისგან იცავს, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს შუბლზე ჩნდება, სახეზე არსებული თმა მამაკაცების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საწინააღმდეგო სქესის მიზიდვაში, სხეულის დანარჩენ ნაწილში არსებული თმა კი არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებს.

ყურის შიდა კუნთები

ზოგიერთ ცხოველს, როგორიც მაგალითად კურდღელი ან ძაღლია, აღნიშნული კუნთების დახმარებით ყურების მოძრაობა შეუძლიათ, თუმცა, ეს კუნთები ადამიანის შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, თუმცა არანაირ მიზანს არ ემსახურება.

სიბრძნის კბილი

უძველეს ადამიანებს კალორიების საკმარისი რაოდენობის მისაღებად მცენარეების ღეჭვა უხდებოდათ და სავარაუდოდ სიბრძნის კბილს სწორედ ამაში იყენებდნენ, მაგრამ ახლა მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ იპოვით, ვისაც სიბრძნის კბილი ჯანსაღად აქვთ შენარჩუნებული, სავარაუდოდ, სიბრძნის კბილი პირველი იქნება, რაც მომავალში ადამიანს აღარ ექნება.

კისრის ნეკნები

კისრის ნეკნები სავარაუდოდ რეპტილიების დროიდან არის შემორჩენილი, თუმცა დღეს მათ ადამიანების 1%-ში შეხვდებით. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში აღნიშნული ნეკნები ან მხოლოდ მარცხენა მხარეს არის, ან მხოლოდ მარჯვენა, თუმცა გვხდება ისეთი შემთხვევებიც როდესაც ნეკნები კისრის ორივე მხარეს არის, რაც ძირითადად ნერვულ და არტერიულ პრობლემებს იწვევს.

მამაკაცის მკერდის თავები

მკერდის თავი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაშიც გვხდება. ეს იმ მიზეზით არის განპირობებული, რომ ნაყოფს განვითარების საწყის ეტაპზე სქესი არ აქვს. თუმცა იმის გამო, რომ მამაკაცებს რეპროდუქციის ფუნქცია არ აქვთ და შესაბამისად არც რძეს გამოიმუშავებენ, სხეულის ამ ნაწილს მათ შემთხვევაში დანიშნულება არ აქვს.

აპენდიქსი

მსხვილ ნაწლავთან მიბმული ვიწრო კუნთოვანი მილი ცელულოზის გადამუშავებისთვის გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეული ნივთიერებები შეადგენდა და არა ცხოველური ცილა  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს