შრიფტი
12:05 / 23-09-2017
10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ჩვენი პლანეტა სიურპრიზებით არის აღსავსე. ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით მის შესახებ, მაგრამ დედამიწაზე ისეთი ადგილებიც არსებობს, რომლებიც გვაფიქრებს, რომ ეს არამიწიერი სილამაზე, სადღაც სხვა პლანეტაზეა...

გთავაზობთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას, სადაც ყველაფერი არც თუ ისე ბუნებრივად გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის თვალი არის მიჩვეული. ფოტოების დათვალიერებისას, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ჩვენი კოსმოსური სახლის ზღვარს გაცდით...


მარიეტას კუნძულის ფარული პლიაჟი, მექსიკა

კლდეებს შორის დამალული ზღვის სანაპირო, რომელიც მარიეტას კუნძულებზე სამხედრო გამოცდების შემდეგ დაახლოებით 100 წლის წინ წარმოიშვა.
დღესდღეობით, კუნძულს ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. აკვატორიის მიდამოებში კი დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ თვალ-ყური ადევნონ დელფინებსა და ვეშაპებს.





რორაიმას მთა, ბრაზილია-ვენესუელა-გაიანა

ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს. სინამდვილეში კი ეს რორაიამას მთაა. ზოგიერთი მას "სამაგიდო მთას" უწოდებს. მის მწვერვალზე ღრუბელი არასოდეს ქრება, ხოლო მცენარეების სახეობების უმეტესობა მხოლოდ ამ მთის მიდამოებში ხარობს.





Zhangye Danxia ეროვნული გეოპარკი, ჩინეთი

ე.წ. "ფერადი ფენოვანი ღვეზელივით მთები", ერთმანეთზე ქვიშაქვისა და სხვადასხვა გეოლოგიური ჯიშის შენაერთის შედეგია, რომელიც 24 მილიონი წელი გრძელდებოდა. მილიონობით წლების მანძილზე ქარმა და წვიმამ ამ ადგილს სხვადასხვა ფორმა მიანიჭა.





"სალვადორ დალის უდაბნო", ბოლივია

100 კვ. მეტრის მეტ ფართობზე გაშლილი უსიცოცხლო უდაბნო თითქოს პირდაპირ გენიოსის ტილოდან გადმოვიდა ფოტოსურათზე. გლუვი, თითქოს აკვარელის საღებავით გაფერადებული მთები, უცნაური ლოდები, რომლებიც არსაიდან გაზრდილ ხეებს გვაგონებენ და უსასრულო ქვიშა... თითქოს სწორედ აქ ქმნიდა სალვადორ დალი მის სიურრეალისტურ შედევრებს.





დანაკილის ღრმული, ეთიოპია

დანაკილის ღრმული შეიძლება კაცობრიობის აკვნად ჩაითვალოს, ვინაიდან სწორად აქ არის ნაპოვნი ლუსის ნეშტი ( მეცნიერებაში პირველი ცნობილი ჰომინიდის ). ადგილობრივი გოგირდის ტბების გამო, სადაც უნიკალური მიკროორგანიზმები ბინადრობენ, აქაური ლანდშაფტი იოს - იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს გვაგონებს.




მთვარის ველი, ატაკამას უდაბნო, ჩილე

მთვარის ველი დედამიწის ერთ-ერთ გვავლიან ადგილას მდებარეობს, კერძოდ ატაკამას უდაბნოში. ადგილობრივი პეიზაჟი ძალიან წააგავის მთვარის პეიზაჟებს, ვინაიდან აქაური ტბებიც განსაკუთრებით მარილიანი ქერქისაგან შედგება, ხოლო ქვის კლდეები კი ორივეგან ზედაპირზე აღიმართება.





მფრინავი გეიზერი, ნევადა, აშშ

"ფლაის" გეოთერმული წყარო ადამიანის ჩარევის წყალობით წარმოიქმნა: ჭის აშენებისას შეცდომა იყო დაშვებული, რის შედეგადაც მდუღარე წყალმა გარეთ გამოაღწია. მის შემადგენლობაში არსებულმა მინერალებმა 1.5 მეტრიანი ვულკანი შექმნეს, რომელიც დღემდე ზომაში მატულობს.




"მრუდე ტყე", პომერანია, პოლონეთი

დაახლოებით 400-ზე მეტი ფიჭვი, რომელთა ტანი ჩრდილოეთის მიმართულებით იღუნება, პოლონეთის ერთ-ერთ ტყეში იზრდება. ეს ფენომენი დღემდე ამოუცნობია: ზოგი ამ მოვლენას ბუნებას აბრალებს, ზოგი კი ადამიანს.




სოკოტრას არქიპელაგი, იემენი

სოკოტრას პეიზაჟებს განსაკუთრებულ უცნაურობასა და არაჩვეულებრივობას ადგილობრივი ხეები - 10-მეტრიანი წითელი დრაცენები ანიჭებენ. ხეს თუ ქერქს მოვაჭრით, წვენის გამოყოფას იწყებს, რომელიც სისხლს წააგავს. ასეთი სახეობის ხეები გარდა აღნიშნული ადგილისა, არსად არის, ამიტომაც არქიპელაგი არაამქვეყნიური ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს.




"პერიტო-მორენოს მყინვარი", პატაგონია, არგენტინა

პერიტო-მორენოს მყინვარის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დაპრესილი ყინული პალიტრის ყველა ფერს მოიცავს, გარდა ლურჯისა. ამ დიდებული მყინვარის არა მხოლოდ დანახვა, არამედ მოსმენაც კი არის შესაძლებელი. ყინული გაბზარვისას საოცარ და უნიკალურ მელოდიებს წარმოქმნის.



მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE
14:04 / 26-09-2017
ILIA
0
რორაიმას მთა კონან დოილს აქვს აღწერილი "დაკარგულ ქვეყანაში".
გამოეხმაურე / 0 /
11:24 / 25-09-2017
luka
5
და ამის შემხედვარე ვინმე რომ იტყვის ღმერთი არ არსებობსო. როგორ შეიძლება ესეთი სილამაზე თავისით გაჩენილიყო
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ეს ჯადოსნური ადგილი თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს
ეს კუნძული მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სამოთხეს
ევროპის საუკეთესო ჰოსტელები საზაფხულო დასვენებისთვის
დედაჩემს არასდროს უმოგზაურია, მამაჩემი კი თავის დროზე, მხოლოდ სსრკ-ს საზღვრებში დადიოდა
"იქაური კერძები საოცრად მდიდარი სუნელების და საკმაზების გემოთია გაჟღენთილი"
დელეგაციის ინდონეზიაში ჩასაყვანად ცხრა ავიარეისი გახდა საჭირო
ვარსკვლავი იმდენად პატარა და ცივია, რომ პლანეტებზე შესაძლოა იყოს წყალი თხევად მდგომარეობაში
ბლოგერები, რომლებიც მოგზაურობის თემაზე წერენ, ხშირად აქვეყნებენ საკუთარი თავგადასავლების ფოტოებს
სარეკლამო სააგენტოში მოსაწყენი სამსახური მიატოვეს, რომ ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურათ
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49