საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...

საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...

გრიბოედოვის ქუჩა #18... მეორე სართულზე ამავალი ხის კიბე... მისაღები ოთახი და ისტორიული მაგიდა - ლარნაკში წითელი მიხაკებით. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არასდროს მინახავს, როგორ ცხოვრობდა ამ სახლში ტიციან ტაბიძის ოჯახი და არც ამის ვიდეოკადრები არსებობს, ყოველ ჯერზე აქ სტუმრობისას ისეთი განცდა მეუფლება, რომ ეს ადგილი წარსულთან "კონტაქტის" საშუალებას იძლევა. აქ სრულიად თვალნათელია მასპინძლის სამყარო და სულიერი ღირებულებები. თითქოს გაცრეცილი სილუეტები "ცოცხლდებიან" და ეპიზოდურად "ხედავ": როგორ ზის საწერ მაგიდასთან პოეტი, როგორ დარბის ოთახში მისი პატარა ქალიშვილი და როგორ ეგებება ტიციანის მეუღლე სტუმრებს, რომლებიც ამ სახლს მრავლად ახსოვს...

როდესაც ნინო მაყაშვილი ტიციანს გაჰყვა ცოლად, ეს ბინა ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ აჩუქა. მრგვალი მაგიდისა და რამდენიმე სკამის გარდა აქ არაფერი იდგა. ახალდაქორწინებულებმა ნელ-ნელა შემატეს ავეჯი და ნივთები. მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა, ამ ყვავილს არ იშორებდა კოსტიუმის ღილ-კილოდან თავად პოეტიც... მაგიდის გარშემო ისხდნენ "ცისფერყანწელები", სხვა ქართველი და რუსი პოეტები თუ მწერლები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტრენაკი, ანდრეი ბელი... ისხდნენ და ჭიქა ჩაიზე ღამეებს ათენებდნენ ლექსების კითხვაში.

ამ სახლში პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა (ტანიტ) 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ, ანუ მანამ, სანამ ტიციანს ბევრ სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავებდნენ. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, ნინოს ერთი ოთახი დაუტოვეს, მერე ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა (რომელიც პოეტის ქალიშვილის საძინებელსა და მისაღებ ოთახს მოიცავს) და კედლებმა, პოეტის ქალიშვილის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა.

უამრავი ნივთი წარსულში გაბრუნებს, მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, სანათი, ჩიბუხი, ჭურჭელი, ნინო მაყაშვილისეული სადაფის ზარდახშა. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომლებიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს