"მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე

"მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო თვის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"მზე სასწორში გადავიდა, გილოცავთ, სასწორებო, თქვენი ზეობის პერიოდს! თქვენთვის და არამარტო თქვენთვის, ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, რადგან ახლა სამართლიანობის ობიექტური შეფასების უნარი მატულობს. ასევე იზრდება კანონის მიმართ პატივისცემა.

შესანიშნავი დრო დგება პოლიტიკოსების, დიპლომატების, იურისტების და ხელოვნების სფეროში მოღვაწეთათვის, მათ თავიანთი პროფესიონალიზმის გამოჩენის და საზოგადოებაში საკუთარი პოპულარულობის ამაღლების შანსები ეძლევათ. მათ რიცხვს შესაძლოა დაემატონ მოდელიორები, თერძები, ყვავილებით მოვაჭრეები, შიდა სივრცეების ან ლადშაფტის დიზაინერები, ანტიკვარიატის ან სუნამოს მაღაზიების მფლობელები...

მშვენიერი პერიოდია როგორც მსუბუქი ფლირტისთვის, ისე სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის... და საერთოდაც - მშვენიერი პერიოდია".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს