ტორტის ნაჭერმა 11 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა - მშობლები ყველას აფრთხილებენ

ტორტის ნაჭერმა 11 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა - მშობლები ყველას აფრთხილებენ

პატარაობიდანვე მის ბიჭს ასთმა ჰქონდა და ალერგია ნიგოზსა და არაქისზე. 11 წლის ასაკში ბიჭმა ტორტის ნაჭერი გასინჯა - არ იცოდა, რომ მასში ნიგოზი იყო. ერთადერთი ხილული რეაქცია ტუჩზე პატარა მუწუკი გახლდათ. დედამ ალერგიის საწინააღმდეგო მალამო წაუსვა.

"წარმოდგენაც არ მქონდა, რა პროცესები მიმდინარეობდა მის ორგანიზმში. მან ითამაშა თავის ბიძაშვილებთან ერთად, მიიღო შხაპი და გაიხეხა კბილები", - იხსენებს ბიჭის დედა, მერილ დებსი.

შხაპის მიღებიდან 15 წუთში ბიჭს მუცლის ტკივილი და ღებინება დაეწყო. მერილმა იფიქრა, რომ ეს მოწამვლა იყო და მალევე გაუვლიდა. მას შემდეგ, რაც ოკლის გული აერია, თითქოს უკეთ იგრძნო თავი.

"უკეთესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ღებინება არ უჩერდებოდა და გამოვიძახეთ სასაწრაფო დახმარება. ბრიგადის მოსვლის დროს ბავშვი გალურჯდა", - იხსენებს მერილი.

ტორტის ჭამიდან საათ-ნახევარში ოკლის გული გაუჩერდა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს