როგორ შეიცვალა ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში ( + ბევრი ფოტო )

როგორ შეიცვალა ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში ( + ბევრი ფოტო )

როგორ შეიცვალა ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში, რომელზეც ექვსი წლის წინ სრულიად სამყარო საუბრობდა? 6 წლის ტილან ბლონდო პირველად ფრანგული ჟურნალის გვერდზე გამოჩნდა. ამ ფოტოსესიამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, რაც გულისხმობდა იმას, რომ პუბლიკაცია თითქოსდა მცირეწლოვანი ბავშვების სექსუალურობის პროპაგადას ეწეოდა.

"ახალგაზრდა ფრანგი მოდელი ტილან ბლონდო ბავშვობიდან იპყრობს მოდის სამყაროს და მას გაიცნობს მსოფლიო. მისი დედა გახლავთ მსახიობი და ტელეწამყვანი ვერონიკა ლუბრი, ხოლო მამა ფეხბურთელი პატრიკ ბლონდო. ორივენი იმდენად ლამაზები და მშვენიერები არიან, გასაკვირი არცაა მათი ქალიშვილი ასეთი უნაკლო და მომხიბლავი ყოფილიყო" - წერად წყარო.

იხილეთ ვიდეო

ცისფერთვალება ქერათქმიანი გადმობრუნებული ტუჩებით და ულამაზესი სახის გამომეტყველებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დგება პირველად ჟან პოლ გოტიეს პოდიუმზე და 6 წლისა კი მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის "Vogue"-ის გარეკანზე ხვდება. მისმა სილამაზემ იმდენად აღაფრთოვანა ყველა, ფოტომ მოიარა სრულიად მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები და გოგონა შეაფასეს, როგორც "ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში".

არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა ტილანის ფოტოსესია 10 წლის ასაკში, სადაც გოგონას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და სახეზე მაკიაჟი აქვს. ჩვენებამ კვლავ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ამასობაში კი 5 წელი გავიდა. გოგონა, რომელმაც 6 წლის ასაკში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღეს უკვე 16 წლისაა. გასული წლების მანძილზე ის არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა, როგორიცაა "L’Oréal", "Сhanel", "Little Eleven Paris", "H&M".

იხილეთ მეტი ფოტო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს