ვისთვის იქნება მომგებიანი ოქტომბერი - მომდევნო თვის პროგნოზი ასტროლოგისგან

ვისთვის იქნება მომგებიანი ოქტომბერი - მომდევნო თვის პროგნოზი ასტროლოგისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო თვის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"შემოდგომის პირველი თვე იწურება და ბოლო ასტროლოგიურ აკორდებს იღებს. ხვალ, 30 სექტემბერს მერკური ტოვებს თავის მმართველობის ნიშანს და სასწორის ზოდიაქოში გადადის. დიპლომატიურობა და რომანტიული განწყობა - აი რაც ყველაზე მეტად იქნება შესამჩნევი ჩვენს საუბრებში. ადამიანები აღარ იქნებიან ისე მწვავედ კრიტიკულები და კატეგორიულები, როგორც მერკურის ქალწულში მოძრაობის დროს. საუბრებში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა მწვავე საკითხების და მკვეთრი დაპირისპირებების მიმართ გვერდის ავლის სურვილი. შესაძლოა დიპლომატიურობასთან ერთად თანამოსაუბრის ლექსკაში ცოტა მაღალფარდოვანი სტილიც შეამჩნიოთ, რომელიც ელიტურ, თუ სალონურ მანერაზე გაიჟღერებს..

მწვავე საკითხების რბილად გადაჭრისკენ ტენდენცია პოლიტიკაშიც შესამჩნევი გახდება.

როგორც იცით, მერკური არამარტო ურთიერთობებს კურირებს, არამედ ის წარმართავს კომერციულ სფეროსაც - ამ მიმართულებით საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდებიან ის სფეროები რომლებიც ესთეტიურ, გარეგნულ მხარეზე აკეთებენ აქცენტს. გაყიდვადი იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული საქონელი, ასევე მომსახურება ამ სფეროში. ელიტური ჩვენებები, შოუ-გამოფენები, კონცერტები - ყველაფერს შეუძლია მოგების მოტანა. იხეირებენ ესთეტიური კაბინეტების და სილამაზის სალონების პატრონებიც, მოდური აქსესუარების და ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელები, მეყვავილეები და სხვანი...

არ დაგვავიწყდეს და რომანტიულ სფეროსაც შევეხოთ - თუ თქვენ ჯერ არ გადაგიშლიათ გული რჩეულისათვის და საკუთარი გრძნობების შესახებ არაფერი გითქვამთ- სწორედ ახლაა შესაფერისი დრო! ასევე ხელსაყრელი პერიოდია პირადი ურთიერთობების სხვა სასიამოვნო წვრილმან- მსხვილმანებზე საუბრებისთვისაც...

მერკური სასწორში 17 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს