"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." - სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება

"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." -  სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება

როდესაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მომხდარა - კარგი თუ ცუდი, ალბათ, ბევრ ჩვენგანს გასჩენია სურვილი, საკუთარი განცდები და ემოციები ფურცლებისთვის გაენდო. ზოგიერთს დღემდე შემონახული აქვს ჩანაწერები, რომლებსაც ოდესღაც წერდა, ზოგი დღესაც წერს. დღიურში, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აღწერილია ერთი საზარელი დანაშაულის ამბავი და სიკვდილმისჯილი კაცის ემოციები. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 11 ნოემბერს საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ეს ამბავი კი სიკვდილით დასჯის გაუქმებამდეა დაწერილი, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადმომცა წლების წინ: შეიძლება შენთვის საინტერესო აღმოჩნდესო. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი, გამეცნო თუ არა ეს ჩანაწერი მკითხველისთვის. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იქნებ ბევრი ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, დანაშაულისა და სასჯელის სიმძიმეზე...

სტილი დაცულია:

"გლეხის ოჯახში დავიბადე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მუშაობა დავიწყე და ცოლიც მალევე შევირთე. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, გვეჩხუბოს. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა ალბათ, მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცხოვრებ, მთავარია, როგორ იცხოვრებ... კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ჩემი ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვალ რომ გაცოცხლდეს, მაინც არ ვაპატიებ ღალატს. კაცებისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება. ჩემი პროფესიის წყალობით ბევრჯერ "შევხვედრივარ" ქალებს, მაგრამ ეს იყო "შეხვედრა-დაშორება". საყვარელი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ჩემი ცოლი იყო.

ნათელა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ყოველ დილით, ბავშვებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ერთხელაც, ნაცნობს მანქანით რაიონის ცენტრამდე გავყევი. გზაზე ჩემი მეუღლე შევნიშნე. ვიდრე რამეს ვიტყოდი, მძღოლმა მკითხა: ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არისო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - ეს ქალი ამა და ამ ბიჭის მანქანაში დავინახე, საყვარლები ყოფილანო. თავი საშინლად ვიგრძენი. სახლში ძლივს დავბრუნდი, ცოცხალ-მკვდარი. ალბათ ღალატი ერთადერთი რამ არის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ აპატიებ. შურისძიების აუტანელი სურვილი გამიჩნდა. მეორე დღეს ნათელას ვუთხარი, გავისეირნოთ-მეთქი. ვიცოდი, ეს ჩვენი უკანასკნელი გასეირნება იქნებოდა. გზაზე რამდენჯერმე მკითხა: რა უცნაურად მიყურებ, რაღაც სხვანაირი ხარო. გზიდან გადავუხვიე და ზუსტად იმ ადგილას გავაჩერე მანქანა, სადაც ჩემი ნაცნობის თქმით, ის სხვასთან ერთად დაინახა. შეშინებული მიყურებდა და ელოდა, რას ვკითხავდი. შენ ხომ კარგად გახსოვს, აქ რაც მოხდა? სიმართლის ღირსი ვარ და ყველაფერი უნდა ამიხსნა-მეთქი, - მოვთხოვე. გაუკვირდა, თუ ეს ამბავი ადრეც იცოდი, მაშინ აქ რატომღა მომიყვანეო და ყველაფერი აღიარა. 2-3 დღე მივეცი მოსაფიქრებლად და ვუთხარი, რომ თავისი ნივთები აეღო და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო. დრო იმიტომ მივეცი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოეტანა განაჩენი. თუ გინდა, მომკალი, აქედან არსად წავალ, ბავშვებს ვერ მივატოვებო, - ასეთი იყო მისი პასუხი. ბევრი ვიფიქრე, რა ელოდათ ჩემს შვილებს, დედა თუ აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ შურისძიებისთვის სხვა გზა ვერ ვიპოვე.

ერთ დღეს ვთხოვე, ტყეში გამომყევი-მეთქი. უსიტყვოდ გამომყვა. თითქოს ბუნება მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც ჯიხვები, ისე ვიდექით ხრამის პირას. თვალებში შევხედე. უთქმელად მიხვდა, რომ ეს სიცოცხლის ბოლო წუთები იყო მისთვის. დღემდე თვალწინ მიდგას მისი მავედრებელი თვალები. იმ საღამოს მაინც სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა... ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: სიმართლე ხომ გითხარი, ბავშვებს ნუ დააობლებ, მაპატიე, მოსვენება არ მომცა იმ კაცმა და შევცდი, მაგრამ როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო და ოჯახის დანგრევის შიშით სიმართლე ვეღარ გითხარიო. ხალხის სასაცილო გამხადე და შეცდომისთვის პასუხი უნდა აგო. იმ კაცსაც, ვინც ოჯახი დამინგრია, არ ვაცოცხლებ-მეთქი, - დავიქადე. ორჯერ ვესროლე გულში. "ღმერთო ჩემო", - ამოიკვნესა. მიშველეო, - მთხოვდა. ყურებზე ხელი ავიფარე - არ მინდოდა, მისი ვედრების მოსმენა და წამოვედი. ცოტა ხნის შემდეგ უკან მივბრუნდი, მაგრამ სიბნელეში ვერ ვიპოვე. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, რომ მენახა. ალბათ მის ტანჯვას ვერ გავუძლებდი, ხელში ავიყვანდი და სირბილით წამოვიყვანდი, რომ მეშველა. უკვე გვიანი იყო. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ბუნებამ ცრემლებით გააცილა ჩემგან განწირული... თითქოს ხმა ჩამესმოდა: "აქ ვარ, მიშველე, ღმერთო!" ეს კოშმარი იყო, ვიტანჯებოდი. მგელს აქვს ასეთი ჩვევა - დაჭრილ პირუტყვს სასიკვდილოდ მიატოვებს და მეორე დღეს მიაკითხავს. მეც ასე მოვიქეცი და მივხვდი, ადამიანის გული არ მქონია. ძაღლს არ დატოვებდნენ იმ ადგილას დაჭრილს, უპატრონოდ, არათუ საკუთარი შვილების დედას... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს