ღვინის გაცივების მარტივი და სწრაფი მეთოდი

ღვინის გაცივების მარტივი და სწრაფი მეთოდი

მართალია, ღვინოს ზედმეტად გაცივება გემოსა და არომატს უკარგავს, მაგრამ ძალიან თბილი ღვინის დალევა არავის გვიყვარს, რადგან თბილი ღვინო რთული დასალევიცაა და ასეთი ღვინით ბევრი ადამიანი სიამოვნებასაც ნაკლებს იღებს. ამიტომ, ღვინის მოყვარულების წინაშე ხშირად დგება თბილი ღვინის სწრაფად და მარტივად გაცივების პრობლემა.

ღვინოში ყინულების ჩაყრა არაა რეკომენდებული, რადგან ყინული, მოგეხსენებათ, წყლად იქცევა და წყალგარეული ღვინო, განსხვავებით საბერძნეთისგან ან იტალიისგან, ქართული კულტურის ნაწილი ნამდვილად არაა. ხშირად კი იმის დროც არ გვაქვს, რომ მოსული სტუმარი ვალოდინოთ, თუ როდის გაცივდება მაცივარში შედგმული ღვინო.

წარმოდგენილ მცირე ვიდეორგოლში თქვენ ნახავთ, როგორ შეიძლება მარტივად და სწრაფად გავაციოთ ღვინო - არც მეტი, არც ნაკლები, ყურძნის მარცვლებით. ამისთვის საჭიროა, თქვენს მაცივარში მუდმივად ინახებოდეს ყურძნის გარჩეული და გაყინული მარცვლები. შემდეგ კი უკვე ვიდეოდანაც მიხვდებით, რომ დანარჩენი ძალიან მარტივად გვარდება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს