3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მთავარი საზრუნავია - შრომა და ფინანსები. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ფინანსებთან დაკავშირებულ დავას. სხვა დღისთვის გადადეთ კაპიტალდაბანდება.

კურო

მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზს ნუ მისცემთ. კონკურენტები გააქტიურდებიან. ცვლილებები გელით შემოქმედებით საქმიანობაში.

ტყუპი

მეტ დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს. დაიცავით ტექნიკური უსაფრთხოება. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას; კონფლიქტს კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ შინაურ ცხოველებთან.

კირჩხიბი

საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა შემოქმედებაში, კოლექტიურ საქმიანობასა და სიყვარულში. გახსოვდეთ, რომ "კამათში იბადება ჭეშმარიტება".

ლომი

დაიცავით პირადი და ოჯახური უფლებები. მოერიდეთ გაღიზიანებულობასა და ნეგატიური ემოციების გამოხატვას. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს.

ქალწული

კარგი დღეა ბიზნესის გასავითარებლად. მოერიდეთ დაპირისპირებას უცხოელ კოლეგებთან; უსიამოვნებას - კლიენტებთან, ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

სასწორი

სწრაფად და გაზრებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მორიელი

კონკურენტებთან სამართლიანი ბრძოლა წამოიწყეთ. მოერიდეთ ლიდერობას და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას. გაგიუმჯობესდებათ ინტიმური ცხოვრება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს