ინცესტის საზარელი შედეგები - მორმონების თემს გენეტიკური კატასტროფა ემუქრება

ინცესტის საზარელი შედეგები - მორმონების თემს გენეტიკური კატასტროფა ემუქრება

აშშ-ში, იუტაში მცხოვრები მორმონების თემს გენეტიკური კატასტროფა ემუქრება. "ინდეფენდენთი" წერს, რომ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის" წევრ პოლიგამების ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს მილიონჯერ მეტი შანსი აქვთ, გენეტიკური დარღვევები განუვითარდეთ.

ექიმების თქმით, თემში აღმოაჩინეს დარღვევების 20 შემთხვევა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ეპილეფსია, სახის დეფორმაცია და ტვინის სერიოზული დაზიანებები.

"თავად მორმონებს ამ პრობლემებზე საკუთარი შეხედულებები აქვთ. ამბობენ, რომ დარღვევების მიზეზი წყალში, ან ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებია," - ამბობს ექიმი თეოდორ ტარბი, რომელიც ბავშვების იშვიათ დაავადებებს იკვლევს.

"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"

ტარბი 10 წლის ბავშვის შემთხვევას იხსენებს, ბიჭს ჰქონდა სახის უჩვეულო დეფორმაცია, მენტალური და ფიზიკური პრობლემები.

კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოზარდს ჰქონდა უიშვიათესი დარღვევა, რომელიც 400 მლნ ადამიანს შორის მხოლოდ ერთს შეიძლება დაემართოს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიჭის დასაც იგივე დაავადება ჰქონდა. ტარბის თქმით, მანამდე ამ დარღვევის მხოლოდ 13 შემთხვევა იყო დაფიქსირებული მსოფლიოს მასშტაბით. გარდა და-ძმისა, კოლეგების დახმარებით ტარბიმ ამ უჩვეულო დაავადების 6 შემთხვევა გამოავლინა, ბავშვების ასაკი 20 თვიდან 12 წლამდეა.

"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის" თემი 1930-იან წლებში შეიქმნა, როდესაც მორმონების ეკლესიამ და იუტას შტატის ხელისუფლებამ რამდენიმე ცოლის ერთდროულად ყოლა უკანონოდ ცნო. იუტაში მცხოვრები მორმონების ნაწილს კვლავ სურდა პოლიგამია, ცალკე დასახლება შექმნეს, რომ კანონისგან თავი აერიდებინათ.

პოლიგამიური ოჯახი

ახლა თემში, დაახლოებით, 7 700 ადამიანია, თითქმის ყველა მათგანი პოლიგამია. თემის მამაკაცებს სულ მცირე სამი ცოლი ჰყავთ, ისინი მიიჩნევენ, რომ ბევრი ცოლის ყოლის შემთხვევაში სასუფეველს დაიმკვიდრებენ.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია