ქართული ტატუ "რედიტზე" და ყველაზე სახალისო განმარტება თუ რას ნიშნავს "ბდს"

ქართული ტატუ "რედიტზე" და ყველაზე სახალისო განმარტება თუ რას ნიშნავს "ბდს"

სოციალურ ქსელ Reddit-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა ტატუ ქართული ასოებით "ბდს". პოსტის ავტორი განმარტავს, რომ ტატუ მისმა მეგობარმა საქართველოში გაიკეთა და აინტერესებს მისი მნიშვნელობა.

პოსტს არაერთი ქართველი მომხმარებელი გამოეხმაურა, ერთ-ერთმა მათგანმა კი საკმაოდ ვრცელი და სახალისო პასუხი გასცა.

მომხმარებელი სახელით themouseandthemask წერს, რომ ბდს-ს, შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, მათ შორის:

"ბოლომდე დალიე სიმონ"

"ბოდიში, დოი სადაა?"

"ბეშქენ, დაუკარ სალამურზე"

"ბათუმში დავგაზოთ სამშაბათს"

აღნიშნულმა კომენტარმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს