ავტორი:

ასობით ცარიელი ქალაქი ჩინეთში, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ - შემზარავი ფოტომასალა

ასობით ცარიელი ქალაქი ჩინეთში, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ - შემზარავი ფოტომასალა

ჩინეთში ასობით ქალაქია, სადაც ყველაფერია თანამედროვე, კომფორტული ურბანული ცხოვრებისთვის - მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, გამართული საკანალიზაციო სისტემები, ცათამბჯენები... თუმცა ქალაქებს აკლია მთავარი - მოსახლეობა.

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ეს მისტიკური და უმეტესად - სრულიად ცარიელი ქალაქები ჩინეთის გეგმის ნაწილია, დაახლოებით 300 მილიონი მოქალაქე სოფლებიდან ქალაქში გადაიყვანონ საცხოვრებლად.

ცარიელი ქალაქები ფოტოგრაფმა კაი ქეიმერერმა გადაიღო, რომელიც ჩინეთში 2015 წელს მოგზაურობდა. მისი სერიები "დაუბადებელი ქალაქები" მოიცავს ურბანული განვითარების სრულიად ახალ ტიპს. "მქონდა განცდა, რომ მოჩვენებებით სავსე ქალაქში დავდიოდი," - ამბობს ფოტოგრაფი.

მისივე ინფორმაციით, ქალაქების უმეტესობა, შესაძლოა, 25 წლის განმავლობაში ცარიელი იყოს, რადგან ისინი შორეული მომავლისთვის აშენდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ